შემოგვიერთდი

28.09.2011 17:20

გაზეთ „გურიის მოამბეს" ვებ-გვერდი გატეხეს

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

გაზეთ „გურიის მოამბეს" ვებ-გვერდი გატეხეს"-ამ ინფორმაციას 28 სექტემბერს გაზეთი „რეზონანსი" სააგენტო „პირველზე" დაყრდნობით ავრცელებს.

„რეზონანსის" ცნობით, ვებ-გვერდმა ფუნქციონირება 24:00 საათზე შეწყვიტა. „გურიის მოამბეს" ადმინისტრაცია ჰაკერული თავდასხმის მიზეზებზე არ საუბრობს. უცნობია, ჰაკერთა ვინაობა,  თუმცა, როგორც ორგანიზაციის ტექნიკური სამსახური აცხადებს, ვებ- გვერდი ლანჩხუთიდან დააზიანეს.

როგორც „რეზონანსი" იუწყება, „გურიის მოამბეს" ვებ-გვერდი ჰაკერებმა მეორედ გატეხეს. პირველად ეს რუსეთ-საქართველოს" ომის დროს 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, „მედიაპალიტრის" 6 ორგანიზაციაში ფინანსური აუდიტი განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა. ამ ფაქტს, გაზეთი „კვირის პალიტრა"  26 სექტემბერს ეხმაურება სტატიის სახელწოდებით  „რა ხდება მედიაპალიტრაში?"

ამ გადაწყვეტილების შესახებ 20 სექტემბერს გახდა ცნობილი, როდესაც  ყველა შემოწმებულმა ორგანიზაციამ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის რომან ჩხენკელის მიერ ხელმოწერილი ბრძანებები მიიღო. „კვირის პალიტრის" ინფორმაციით, 29 სექტემბერს შემოწმების კანონით  გაწერილი ყველა ვადა იწურებოდა და მაკონტროლებელს ამ ვადამდე დასკვნა უნდა წარმოედგინა.

„მედიაჰოლდინგის" იურიდიულმა სამსახურმა წერილით მიმართა შემოსავლების სამსახურს, იმის გასარკვევად, თუ რა გარემოებები გახდა შემოწმების უვადოდ შეჩერების საფუძველი.

„ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ შემოწმების შეცერების ოფიციალური არგუმენტიც  კი არ აქვთ. შემოსავლების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჩვენს კითხვას ასე უპასუხა: როგორც ჩემთვის არის ცნობილი მაკონტროლებლები დასკვნას წერენ და შემოწმებაც ამიტომ შეაჩერეს"_ აღნიშნავს სტატიის ავტორი ემა ტუხიაშვილი.

შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტი „მედიაპალიტრის" 6 ორგანიზაციაში 7 ივნისს შევიდა. სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაციის პროცესში რამდენიმე საწყობი დაილუქა. რევიზორებმა რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების საქონელი აღწერეს. 28 ივნისს აუდიტორებმა ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმება დაიწყეს. როგორც „კვირის პალიტრა" იუწყება, აუდიტს 27 მაკონტროლებელი ატარებდა, თითო ორგანიზაციას კი 4 რევიზორი ამოწმებდა.

როგორც გაზეთ „რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში „კვირის პალიტრისთვის" მიცემულ კომენტარში ამბობს:" მედიაპალიტრაში" ფინანსური შემოწმების შეჩერება ერთგვარ პირობით სასჯელს აგონებს"

„ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ როდესაც სურვილი ექნებათ, მაშინ განაახლებენ შემოწმებას, როცა მოესურვებათ, მაშინ მოაწყობენ ეგზეკუციას"- აღნიშნავს ტუღუში.

28 სექტემბერს გაზეთი „ვერსია" ტელეკომპანია „მაესტროს" ერთ-ერთ დამფუძნებელთან მამუკა ღლონტთან ინტერვიუს აქვეყნებს. მისი თქმით, ქვეყანაში რეკლამა თავისუფალი არ არის და „მაესტროს" რეიტინგის შესაბამისი შემოსავლის მეასედიც არ აქვს.

„ჟურნალისტმა საკუთარი ემოციით მკითხველზე არ უნდა იძალადოს. ასეთები კი სამწუხაროდ ძალიან ცოტანი არიან, ქვეყანაში არათავისუფალი სარეკლამო ბაზრის პრეცედენტი რომ არ იყოს, დარწმუნებული ვარ სხვა ვითარება იქნებოდა"_ აცხადებს ღლონტი.

მან არხის შეცდომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ზოგჯერ  სიუჟეტები დაბალანსებული არ არის და ერთი მხარე უფრო მეტად შუქდება ვიდრე მეორე". ღლონტის თქმით, „შეცდომებს მსოფლიოს წამყვანი  ტელევიზიებიც უშვებენ"

„მსგავს თემებზე ხშირად ვსაუბრობთ და სიუჟეტებზეც ხშირად ვეუბნები, თუ რამე არ მომწონს".

ჟურნალისტ რუსუდან შელიას შეკითხვაზე: „უსწორებს თუ არა ეროსი კიწმარიშვილი ჟურნალისტებს სიუჟეტებს, ღლონტი პასუხობს, რომ კიწმარიშვილი სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევა".

ღლონტის თქმით, ის  კიწმარიშვილი-გაჩეჩილაზის  ურთიერთობასა და ტელევიზიის წილების შესაძლო გაყიდვაზე ინფორმაციას არ ფლობს.

მან უარყო  ჟურნალისტის  ინფორმაცია „თითქოს „მაესტროს" ეთერში, ირაკლი ოქრუაშვილის ინტერვიუს გასვლის შემდეგ, გაჩეჩილაძეებმა [ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეები] „საქმე გაურჩიეს"

„თუ ოდესმე, რომელიმე პოლიტიკოსი საქმეების გარჩევას დაიწყებს და ამ გარჩევას მოიგებს, მაშინვე წავალ ჟურნალისტიკიდან", გაგიკვირდებათ, მაგრამ გაჩეჩილაძეებთან  პოლიტიკაზე საერთოდ არ ვსაუბრობ"- დასძინა ღლონტმა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test