შემოგვიერთდი

29.09.2011 17:17

მთავრობა საიდუმლოს იცავს, ჟურნალისტებმა კი იციან ინფორმაცია როგორ მოითხოვონ

David Mchedlidze
ჟურნალისტის ჩანაწერები

 

ქართველი ჟურნალისტები უკვე მეხუთე დღეა ამერიკის შეერთებული შტატებში , მინესოტას შტატის ქალაქ სენტ პოლში ვიმყოფებით. კულტურულ ღონისძიებებთან ერთად, მასპინძლები ადგილობრივ მმართველობის სისტემას და მედიის მუშაობას გვაცნობენ.

საზოგადოებრივ რადიოში მივდივართ, პირველად თვალში ძველი რადიომიმღებები გვხვდება, რომელიც ამ სადგურის შესასვლელშია გამოფენილი, შენობა საკმაოდ დიდია.

სენტ პოლის საზოგადოებრივ რადიოში 400 კაცია დასაქმებული. ფლობენ სამ სიხშირეს და ეთერში კლასიკურ და თანამდეროვე მუსიკას უშვებენ, ერთი სიხშირე კი მთლიანად ახალ ამბებს ეთმობა. ეს სადგური  მუდმივად ცდილლობს   აუდიტორია მაქსიმალურად ჩართული ყავდეს   გადაცემებში, რადიოს საიტზე ადგილობრივ მოსახლეობას სპეციალობების მიხედვით სთხოვენ, შემდეგ კი,  თუ დასჭირდათ,  ამ ადამიანებს თავად უკავშირდებიან და ექსპერტებადაც კი იყენებენ ხოლმე. რადიოში თანამშრომლების ნაწილს ფიქსირებული ხელფასი აქვთ, ნაწილი ხელშეკრულებით არის აყვანილი , ნაწილი კი თავად გამოიმუშავებს ხელფასს.  სადგურს კლასიკური მუსიკის, დისკებზე ჩაწერილი, 60 ათასი ნაწარმოების არქივი აქვს, თავად ავტორებს არაფერს უხდიან, მაგრამ გადასახადი საავტორო უფლებების სპეციალურ სამსახურში შეაქვთ. როგორც რადიოს თანამშრომლებმა გვიამბეს, მათი შემოსავლების დიდი ნაწილი შემოწირულობებზეა დამოკიდებული, თანხის ნაწილს ბიუჯეტიდან იღებენ. ფინანსური კრიზისის დროს ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან დაეხმარა ამ რადიოსადგურს , შემოწირულობების რაოდენობა გაიზარდა, იმისთვის,  რომ არ დახურულიყო. საკუთარი გადაცემების გარდა,  ფედერალური რადიოს რეტრანსილერებასაც ახდენენ, საიდანაც ძირითადად საერთაშორისო ამბებს იღებენ.  სტუდიების დათვალიერების შემდეგ ახალი ამბების განყოფილების დირექტორს ვხვდებით. კრის ვონიგტონი საკუთარ კაბინეტში გვმასპინძლობს.  მისი განცხადებით სადგური ახლა ცდილობს, რომ ინტერნეტგამოცემა ძალიან მიმზიდველი იყოს. რადიორეპორტაჟების გარდა ვიდეომასალებსაც ათავსებენ.

საინტერესო  ის არის, რომ ამ სადგურში, მხოლოდ გამოცდილების მქონე ჟურნალისტებს იღებენ, შეუძლებელია უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ პირდაპირ აქ მოხვედრა. ჟურნალისტმა ჯერ სხვა მედიასაშუალებაში უნდა მიიღოს პრაქტიკა, იმისთვის, რომ მას საზოგადოევრივი რადიოს კარი გაუღონ. ამ სადგურის ჟურნალისტის საშუალო ხელფასი წელიწადში 60 ათას დოლარს შეადგენს, ამერიკული საზომით ეს დაბალ ხელფასად ითვლება.  კრის ვონიგტონს სიტყვის თავისუფლების შელახვის და ინფორმაციის მოპოვებისას შექმნილ პრობლემებზე ვეკითხები. მისი თქმით მთავრობა სახელმწიფო საიდუმლოს იცავს, მაგრამ ჟურნალისტებმა იციან თუ როგორ მოითხოვონ ინფორმაცია, ამიტომ იშვიათია მათი უფლებების დარღვევის ფაქტები.

ქართველი ჟურნალისტების 5 კაციანი ჯგუფის მასპინძელი, ამერიკაში „ამომრჩეველ ქალთა ლიგაა". სენტპოლში „ლიდერობის ცენტრ ღია მსოფლიოს"  პროგრამის ფარგლებში ვიმყოფებით, რომლის ორგანიზება ამერიკულმა საბჭოებმა განახორციელა.

ამავე თემაზე:
http://www.media.ge/ka/node/42518
http://www.media.ge/ka/node/42549

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test