შემოგვიერთდი

30.09.2011 09:29

გაერთიანებულ „პიკ"-სა და „რეგიონ ტვ"- ს ალეკო ფარულავა უხელმძღვანელებს (30 სექტემბრის მედია დაიჯესტი)

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

გაზეთი „ვერსია" 30 სექტემბრის ნომერში  მკითხველს სთავაზობს ინტერვიუს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილთან. მასალა უზენაესი სასამართლოს არქივში დაცულ გახმაურებელი საქმეების ინტერნეტში გამოქვეყნებას ეხება. ელექტრონული სისტემა ეტაპობრივად 2012 წლისთვის ქვეყნის ყველა სასამართლოში დაინერგება.

გაზეთი „ახალი თაობა" კი დღევანდელი ნომერში  პრესის  ჯიხურების მფლობელების თემაზე ამახვილებს ყურადღებას. სტატიის ავტორი, სტუდია „მონიტორის" მიერ მოძიებულ ფაქტებზე დაყრდნობით,  ასკვნის, რომ ამ ბიზნესში გავლენიანი ადამიანები, კერძოდ კი, მაჟორიტარი პარლამენტარი, არჩილ გეგენავა, თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა არიან ჩართულნი. „"ბუტკების ბიზნესს გეგენავა, კეზერაშვილი და რურუა აკონტროლებენ", წერს „ახალი თაობა".

საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე სატელევიზიო არხის რუსულენოვან ПИК-ში  („პირველი საინფორმაციო კავკასიური" ) განხორციელებულ ცვლილებებს გაზეთი „რეზონანსი" დღევანდელ ნომერში ეხმაურება. საგაზეთო სტატიის მიხედვით, გაერთიანებულ „პიკ"-სა და „რეგიონ ტვ"-ს ტელეკომპანია „იმედის" გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, ალეკო ფარულავა უხელმძღვანელებს. ამავე სტატიაში მოყვანილია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ლევან გახელაძესთან  ინტერვიუს სთავაზობს. „მე როგორც მითხრეს, საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალსიტური ძალების გაერთიანებაზე. ნებისმიერ კომპანიას შეუძლია გადაიბიროს თავისთან სხვა კომპანიის თანამშრომლები", ამბობს ლევან გახელაძე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test