შემოგვიერთდი

05.10.2011 09:25

კინოთეატრებისა და პირატული ვებ-გვერდების დავა გრძელდება

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

5 ოქტომბრის ქართულ პრესაში მთავარი მოვლენა კინოთეატრებისა და პირატული ვებ-საიტების დავაა. გაზეთი „ახალი ვერსია" და გაზეთი „24 საათი" ამ თემას დღევანდელ ნომრებში ავრცობენ.

„ერთია, როდესაც, ვთქვათ, სტივენ სპილბერგს უძვრები ჯიბეში (რასაც ის ვერასოდეს გაიგებს) და მეორეა, როდესაც ვიღაცის კერძო ბიზნესს აზარალებ - კინოთეატრები კი ნამდვილად ასეთი ბიზნესი გახლავთ და ამიტომაც ჩივიან", წერს გამოცემა დღევანდელი ნომრის მიმოხილვაში.

კიდევ ერთი სასამართლო დავაა გნხილული გაზეთ „ახალი ვერსიის" დღევანდელ ნომერში. „შიო არსენაშვილი გაზეთ „პრაიმ ტაიმს" პატივისა და ღირსების შელახვისთვი სასამართლოში უჩივის", წერს ჟურნალისტი.

საქმე ეხება „პრაიმ ტაიმში" გაშუქებულ ახალი პარტიის „განახლებული საქართველოსთვის" საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციას. არსენიშვილი გაზეთს ერთი კონკრეტული ფრაზის გამო ედავება: „შაშიაშვილის თქმით 130 000 დოლარი ისე მივითვისე, რომ საქმე არ მიკეთებია და ეს დახურულ შეხვედრაზე მოხდა", აცხადებს ის და აღნიშნულ ფაქტს უარყოფს. „პრაიმ ტაიმს" კი შეურაცხყოფისთვის უჩივის და ორ კვირის ვადას აძლევს, რათა ბოდიშის წერილი გამოქვეყნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, არსენიშვილი გამოცემისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს.

რაც შეეხება თავად „პრაიმ ტაიმს", გამოცემა მომავალ ნომერში გეგმავს არსენიშვილის ბრიფინგის სრული ჩანაწერების, შესაბამისი დოკუმენტაციისა და ინკოგნიტო წყაროს ინტერვიუს გამოქვეყნებას, ამჯერად, ვინაობის დასახელებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test