შემოგვიერთდი

25.10.2011 09:08

პრესა „დარდუბალას“ სცენარისტზე ზეწოლის შესახებ წერს

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

გაზეთ „რეზონანსის“ 25 ოქტომბრის ნომერი ეხმაურება გადაცემა „აკრედიტაციის გარეშე“ და ანიმაციური სერიალის, „დარდუბალას“ სცენარისტ, ზვიად ბლიაძის მიერ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო გადაცემების დატოვებას. „მან განმარტა მიზეზები და თქვა, რომ მის მიმართ ზეწოლა გაძლიერდა. ეჭვი მაქვს, რომ უფრო საშინელებით დაემუქრნენ, ვიდრე მისი ახლობლებისთვის სამუშაოს დაკარგვაა. ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ ეშინია ხელისუფლებას, როდესაც ის ებრძვის ზვიოს, ეს ნიშნავს, რომ მას ეშინია“- აქვეყნებს გაზეთი „რეზონანსი“ „დარდუბალას“ პროდიუსერის, შალვა რამიშვილის კომენტარს.
რამიშვილის თქმით, განახლებული „დარდუბალა“, რომელსაც ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს, გააშარჟებს ყველა მოქმედ პოლიტიკოსს, მათ შორის, პოლიტიკაში წასულ მილიარდერსაც.

ზვიად ბლიაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება გაზეთი “ალიას” 25 ოქტომბრის ნომერშიც. გამოცემა მკითხველს მულტსერიალ “დარდუბალას” პროდიუსერ, შალვა რამიშვილთან, სთავაზობს ინტერვიუს. “[ზვიად ბლიაძის] მისი ძმა არის ადეიშილის [საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი] დაცვის წევრი, აქედან გამომდინარე არის სწორედ ეს ზეწოლა განხორციელებული”, აცხადებს რამიშვილი “ალიასთან” ინტერვიუში.

„ახალი თაობა“ აგრეთვე საინფორმაციო სააგენტო, „მედიანიუსის“ ინფორმაციასაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ინტერნეტ-გვერდი, „ვიკილიქსი“, მამხილებელი მასალების გამოქვეყნებას ფულადი სახსრების არასაკმარისი რაოდენობის გამო აჩერებს. აქამდე „ვიკილიქსის“ მატერიალური საარსებო წყარო ნებაყოფლობითი შემოწირულობები იყო.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test