შემოგვიერთდი

27.10.2011 18:38

„რეზონანსი“ 26 მაისს დაზარალებული ჟურნალისტების სასამართლო პროცესის დეტალებს აშუქებს

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

მიმდინარე წლის 26 მაისის აქციების დაშლის დროს დაზარალებული ჟურნალისტების საქმის შესახებ გამოქვეყნდა მასალა გაზეთი „რეზონანსის“ 27 ოქტომბრის ნომერში. სტატიაში ნათქვამია, რომ შსს ჟურნალისტებს სასამართლოში განხილვამდე მორიგებას სთავაზობს, თუმცა რა ტიპის გარიგებაზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია. „ისინი [ჟურნალისტები] წინასწარ აცხადებენ, რომ არანაირ გარიგებაზე არ წავლენ და ბოლომდე სამართლებრივი გზით იბრძოლებენ“, წერს „რეზონანსი“.

ჟურნალისტებმა შსს-ს წინააღმდეგ სასამართლოში ადმინისტრაციული წესით სარჩელი  სამართალდამცავების მიერ მიყენებული მატერიალური  ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით შეიტანეს.   სასამართლომ მოსამზადებელი სხდომა  26 ოქტომბერს გამართა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test