შემოგვიერთდი

31.10.2011 15:42

ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის გასაშუქებლად ეკრედიტაცია 180-მა ჟურნალისტმა გაიარა

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

180-მა ქართველმა  და უცხოელმა ჟურნალისტმა ივანიშვილისთვის კითხვის დასასმელად აკრედიტაცია უკვე გაიარა- ამ ინფორმაციას  გაზეთი „მთელი კვირა“ 31 ოქტომბრის ნომერში ავრცელებს. პოლიტიკაში ახლადმოსული ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია 1 ნოემბერს 16 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში შედგება.   

„მთელ კვირასთან“ საუბრისას პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ პრესკონფერენცია იმდენი ხანი იქნება პირდაპირ ეთერში , რამდენსაც ჩათვლიან საჭიროდ.

„ბუნებრივია, 180 ჟურნალისტის შეკითხვას  ბოლომდე პირდაპირ ეთერში  ვერ ჩავრთავთ, ამიტომ იმდენ ხანს გავუშვებთ ამას ლაივში, რამდენი ხანიც იქნება საინტერესო“, ამბობს ბერძენიშვილი.

ივანიშვილის პრესკონფერენცია „პირველი არხის“ ექსკლუზივია , სურვილის მიუხედავად,  ტელეკომპანია „მაესტრომ“ პირდაპირ ეთერში ჩართვის შესაძლებობა ვერ მოიპოვა.  „რუსთავი 2“-ს ამის მცდელობაც არ ჰქონდა.  როგორც აღნიშნული ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი აცხადებს. „პრესკონფერენციაც ისევე გაშუქდება, როგორც სხვა დანარჩენი ამბები შუქდება ხოლმე.“

„ბევრი რამეა დარჩენილი,  რაც შეიძლება ვიკითხოთ ჟურნალისტებმა,  მაქვს მოლოდინი,  რომ ივანიშვილის შესახებ , კიდევ ბევრ ახალს გავიგებთ,  აცხადებს „მთელ კვირასთან“ საუბრისას ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორი შორენა შავერდაშვილი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test