შემოგვიერთდი

21.06.2007 20:00

რუსლან ხაშიგი: ჩვენ არასახელმწიფო ტელეარხის შექმნის რეალური შესაძლებლობა მოგვეცა

David Mchedlidze
ახლო ხედით

ივნისის შუა რიცხვებში აფხაზეთში პირველი არასახელმწიფო  ტელერხი  "აბაზა-ტვ" დაიწყებს მაუწყებლობას. თუ როგორი იქნება ეს ტელევიზია, ამის შესახებ "პანორამა"-ს "აბაზა-ტვ"-ს დირექტორმა რუსლან ხაშიგმა უამბო.

- დიდი დრო დასჭირდა  ლიცენზიის მოპოვებას?

მიუხედავად იმისა, რომ კანონში ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად წერია, პრობლემები მაინც იყო. ამ საკითხის ნიუანსების მოყოლას არ ვაპირებ, მთავარი ისაა, რომ ყველაფერი უკვე უკან მოვიტოვეთ. ტელევიზია – ტექნიკურად რთული ორგანიზმია. აქ ძალიან ბევრი ასპექტია, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს, ძირითადად ესაა ტექნიკურ აღჭურვილობასთან დაკავშირებული საკითხები – გადამღები, სამონტაჟო, სამაუწყებლო აპარატურა. სწორედ მათი შესყიდვისა და აფხაზეთში შემოტანის დროს შეგვექმნა საზღვარზე პრობლემები, რამაც ეთერში გასვლის დაგეგმილი თარიღის შეცვლაც გამოიწვია. ამჟამად სტუდიაში სამონტაჟო, მოწყობილობათა მწყობრში მოყვანისა და სხვა სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში ჩვენ მაუწყებლობის დაწყებასთან დაკავშირებული ეტაპების შემუშავებას დავიწყებთ. მაუწყებლობა პირდაპირ ეთერში ყოველდღიური იქნება.

- რუსლან, დღეს  მომავალ  კერძოასა და სა ხელმწიფო არხს შორის პარალელს  ბევრი ავლებს, რადგან დღემდე ხომ მაუწყებლობის ადგილობრივ ტელებაზარზე მონოპოლისტი  სახელმწიფო იყო. რითი იქნება "აბაზა" სახელმწიფო ტელევიზიისგან განსხვავებული?

- დღეს მართლაც ბევრი გვადარებს ერთმანეთს და "აბაზა"-ს აფხაზური სახელმწიფო ტელევიზიის ალტერნატივად მიიჩნევს. ჩვენ საკუთარ ტელეარხს ვქმნით. განსხვავება ჩვენსა და აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიას შორის – დამფუძნებელია. ხოლო შინაარსს, კოლექტივი სპროფესიონალიზმის დონესა და მაუწყებლობის ხარისხს მაყურებელი შეაფასებს. ამიტომაც მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენს არხს სახელმწიფო ტელევიზიის ან ვინმე სხვის ალტერნატივად არ ვქმნით. პირადად მე, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბესლან ბუტბას, რომელმაც ახალი ტელეარხის შექმნის იდეას მხარი დაუჭირა. ჩვენ არასახელმწიფო ტელეარხის შექმნის რეალური შესაძლებლობა მოგვეცა. წმინდა სატელევიზიო პრინციპებიდან გამომდინარე, მაუწყებლობის ხასიათს ჩვენ დავადგენთ.

- სად იქნება "აბაზა-ტვ " განთავსებული?

- პირველ ეტაპზე არხი მხოლოდ საინფორმაციო მაუწყებლობის სფეროში იმუშავებს. გაშუქდება ჩვენი ყოველდღიურობის აქტუალური პრობლემები. სხვადასხვა მიმართულებებით და სატელევიზიო ჟურნალისტიკის სხვადასხვა ჟანრებში მუშაობის დიდი სურვილი გვაქვს, მაგრამ მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი, პროექტების დაფინანსების დაბრკოლებაც რომ არ იყოს. არის საკადრო პრობლემა. ამ დაბრკოლებას არა მხოლოდ ტელევიზიაში, არამედ აფხაზეთის მასმედიის სხვა სფეროებშიც აწყდებიან. ჩვენ ტექნიკურ ბაზას თანდათანობით დავხვეწთ, მაუწყებლობას ჟანრებისა და თემატიკის მიმართულებითაც გავაფართოებთ. პარალელურად, საკადრო საკითხზე ხარისხის კუთხით ვიმუშავებთ. ახალი ამბავი – ტელეცენტრის  მშენებლობაა. ობიექტის პროექტი მზადაა, მშენებლობის ადგილიც განსაზღვრულია, სამშენებლო ფირმამ შეკვეთაც მიიღო და მუშაობას უახლოეს დღეებში შეუდგება. დღეს მე არ შემიძლია სამშენებლო სამუშაოების დასრულების ზუსტი თარიღი განვსაზღვრო, მაგრამ ვიცი, რომ მშენებლობა სწრაფი ტემპით წარიმართება და "აბაზა-ტვ"- ს საკუთარი ტელეცენტრი ექნება.

- თუ გავ ითვალისწინებთ,რომ კომპანიის დაფუძნებელი ერთ-ერთი უმუმდიდრესი აფხაზი ბესლან  ბუტბაა, დადის ხმები, რომ "აბაზა"- ს თანამშრომლებს დაახლოებით ისეთივე ხელფასები ექნებათ, როგორც  რუსეთის ტელევიზიებში მომუშავეებს?

– დამფუძნებლის ერთ-ერთი სურვილი ის იყო, რომ ხელფასის მკვეთრი მომატებით, იგივე ასტ-დან, კადრების გადმოდინებისთვის ხელი არ შეგვეწყო, რათა მომავალში ეს სიტუაცია ვინმეს არ გამოეყენებინა და არ ეთქვა, რომ ჩვენ სახელმწიფო ტელევიზიისა და მისი საკადრო პოტენციალის "გაკოტრება" გვინდა. ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ აფხაზეთში მასმედიის სფეროს კადრების დეფიციტია და ამ სიტუაციაში მე მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რადგან უფრო ადვილია გამოცდილი ადამიანების მოზიდვა და ჟურნალისტების ტრეინინგებზე მოწვევითა და მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად საზღვარგარეთ გაგზავნით პროფესიონალიზმის ამაღლების საკითხებზე მუშაობაც. დამფუძნებლის ამ სურვილის გათვალისწინებით, "აბაზა"-ში ასტ-სგან მაინცდამაინც განსხვავებული ანაზღაურება არ იქნება.

– რა  განსხვავებული გადაცემები იქცევა "აბაზა"-ს სავიზიტო ბარათად?

– გადაცემების ეთერში გასვლამდე მათ შინაარსზე დაწვრილებით საუბარს არ დავიწყებ. შემიძლია გითხრათ, რომ ახალი ამბების გამოშვება დღეში რამდენჯერმე გავა ეთერში, ჩვენ შევეცდებით მოვლენათა განვითარებას ფეხდაფეხ მივყვეთ. ბუნებრივია, იქნება საზოგადოებრივი, კულტურული და სპორტული პროგრამები. ძალიან გვინდა ს აბავშვო მაუწყებლობასაც მოვკიდოთ ხელი და ასევე, აფხაზეთის ახალ ამბებსაც გავცდეთ. თავად სახელწოდება "აბაზა" გვავალდებულებს ამის გაკეთებას. გვინდა მაყურებელს ყველა მოვლენის შესახებ ვაცნობოთ, რაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთანაა დაკავშირებული. რატომღაც, სიხარულით გვამცნობებენ, რომ ჩვენი მოქალაქე თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა და არაფერს გვეუბნებიან მოსკოვში ძარცვის ბრალდებით დაკავებულ ჩვენივე მოქალაქეზე. პირველი მოვლენა აფხაზეთის იმიჯზე  დადებითად მოქმედებს, მეორე – უარყოფითად. ჩვენმა მოქალაქეებმა ყველაფერი უნდა იცოდნენ . ამასთან ერთად, ჩვენ ვიმუშავებთ პრინციპით – ვილაპარაკოთ სიმართლე და ობიექტურად გადმოვცეთ ყველა ფაქტი და მოვლენა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდება. ასევე თვალყურს ვადევნებთ სამხრეთ კავკასიაში, რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და ამავე დროს, არც შორეულ საზღვარგარეთს მივატოვებთ უყურადღებოდ, სადაც ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ. მეორე მხრივ, გვინდა პრაქტიკაში მოვახდინოთ ეროვნული მაუწყებლობის კონცეფციის რეალიზება. ტელეარხ "აბაზა-ტვ"-ს სატელევიზიო ეთერი სხვადასხვა სახის კამათებში კომპრომისების მიღწევისთვის განკუთვნილ სადისკუსიო არენად იქცევა. მოსაზრებათა სხვადასხვაობა, ბოლოს და ბოლოს, სიმართლემდე მიგვიყვანს.

ესაუბრა გუნდა სმირი

გაზეთი "პანორამა'

http://www.iwpr.net/?apc_state=henpcrs&s=o&o=cau/panorama/cover.html

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test