შემოგვიერთდი

07.11.2011 10:45

7 ნოემბრის პრესის მიმოხილვა

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

გაზეთი „კვირის პალიტრა“  7 ნოემბრის ნომერში აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს ბიზნესმენ  ბიძინა ივანიშვილთან, სადაც რესპოდენტი  ამბობს, რომ  ქართველი ნაციონალურ ტელევიზიებს გავლენა აღარ აქვს და მათი აღარავის ჯერა.

„მე შევამჩნიე და  ფეისბუკზეც წავიკითხე, რომ ხალხისა და ჟურნალისტების გაუცხოვება დაიწყო. ეს არ არის ჩემი მიზანი,  არ მინდა ჩემ გამო საზოგადოება  გაიხლიჩოს  და  მისი ერთი წევრი მაინც უხერხულად გრძნობდეს თავს ჩვენს სახელმწიფოში“, აცხადებს  პოლიტიკაში წასული ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილი ჟურნალისტებს ობიექტურობისკენ მოუწოდებს და თხოვს „სიცრუის  მანქანას აღარ ემსახურონ“.

„მე მხარდაჭერას კი არა ობიექტურობას ვითხოვ, ისე ნუ იზამენ [ჟურნალისტები] , რომ ერთ მშვენიერ დღეს გარიყულები აღმოჩნდნენ ქართული საზოგადოებისგან“.

ბიზნესმენი  ინტერვიუში1 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციასაც ეხება. მისი თქმით, პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტთა დიდი ნაწილი „მომზადებული“ მოვიდა.

„ეს მოსალოდნელი იყო, თუმცა ჩვენ არანაირი იარაღი არ გვქონდა ამის საწინააღმდეგოდ. ვითარებას ამწვავებდა ისიც, რომ ზოგიერთ ჟურნალისტს ურეკავდნენ და აიძულებდნენ როგორმე პრესკონფერენციის დისკრედიტაცია მოეხდინათ“

ივანიშვილს არ მიაჩნია, რომ პრესკონფერენცია ცუდი მომზადებული იყო. მისი თქმით, მოვლენის  მიმართ ძალიან დიდი ინტერესი იყო და ბევრ ჟურნალისტს სურდა კითხვის დასმა.

„ალბათ იყო რაღაც გაუგებრობა, მაგრამ ძალიან მადლობელი ვარ იმ გუნდის,  რომელიც მეხმარებოდა. ცუდია, რომ „პირველ არხზე“ არ გავიდა ის ხმაური,  რაც კონფერენციის დარბაზში იდგა. თითქმის არ მესმოდა ხმა, არ ვიცოდი ვის ვპასუხობდი“, ამბობს რესპოდენტი.

ივანიშვილი უარყოფს ნაციონალური ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაცვის მიერ   ჟურნალისტების უბის წიგნაკების გაჩხრეკის შესახებ. მისი თქმით, მათ ამის ამსახველი დოკუმენტაციაც აქვთ.

„ჩვენ გვაქვს ვიდეოფირი , სადაც კარგად ჩანს, რომ დაცვის არც ერთ  წევრს შეურაცხყოფა არ მიუყენებია ჟურნალისტებისათვის“.

შეჯამებისას ივანიშვილი აცხადებს, რომ პრესკონფერენციამ კარგად ჩაიარა და ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა აჩვენა ორგანიზებულობა და საკითხისადმი დიდი ინტერესი.

გაზეთი „ვერსია“ 4-6 ნოემბრის ნომერში წერს, რომ  სტუდია „რეპორტიორის“ ჟურნალისტი, ვახტანგ კომახიძე, , საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმების გადაღებას გეგმავს.

შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფრის მქონე  კომახიძემ გაზეთს ატყობინებს,  რომ დოკუმენტური ფილმების სერია, ევროპულ ტელევიზიებშიც მოხვდება.

„ ჟურნალისტური გამოძიება საქართველოზე,   რაც არ უნდა მწვავე საკითხი იყოს,  ევროპაში არავის აინტერესებს, სამაგიეროდ, ,  სამეზობლო პოლიტიკიდან გამომდინარე აინტერესებთ  ვითარება ქართული ეკონომიკის, პოლიტიკის, არსებული რეალობის შესახებ“, ამბობს კომახიძე.

7 ნოემბრის  ნომერში ჟურნალი „ტაბულა“ ინტერნეტურთიერთობების მონიტორინგზე აქვეყნებს მასალას.

2008 წელს საქართველომ ევროსაბჭოს კიბერდანაშაულის შესახებ  კონვენციას მოაწერა ხელი, რის შედეგად  2010 წელს საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა. ამ ცვლილებით კერძო კომუნიკაციაზე თვალთვალის შესაძლებლობა, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე,  ინტერნეტზეც განივრცო. ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც დანაშაულის აღკვეთის მიზნით ინტერნეთურთიერთობის მონიტორინგს ითვალისწინებს.

როგორც „ტაბულას“  აღნიშნული სტატიის ავტორი ლევან სუთიძე ამტკიცებს,  სხვადასხვა ტიპის ინტერნეტფორუმების, სოციალური ქსელებისა და ტორენტ საიტების დათვალიერება სამართალდამცავებს ამ ცვლილებამდეც შეეძლოთ, მაგრამ ამ გზით მოპოვებული ინფორმაცია მტკიცებულებად არ გამოდგებოდა.

აღნიშნული ცვლილება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. საია მიიჩნევს, რომ ჩანაწერი „ ინტერნეტში მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა“, ბუნდოვანია. საიას იურისტების მტკიცებით აღნიშნული ქვეპუნქტი არ იძლევა საშუალებას, გავიგოთ რა ფორმით ხდება დახურული კომუნიკაციის კონტროლი.

სტატია აქვეყნებს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტმენტის უფროსის ოთარ კახიძის კომენტარსაც, რომელიც აცხადებს რომ ევროსაბჭოს დასკვნაში შენიშვნა ამ პუნქტთან დაკავშირებით არ გამოთქმულა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test