შემოგვიერთდი

11.12.2007 20:00

რადიო "ათინათი"

David Mchedlidze
ახლო ხედით

სამეგრელოს რეგიონში რადიო "ათინათი" ერთ-ერთი წარმატებული რადიომაუწყებლობაა. რადიო "ათინათი" FM 105, 9 სიხშირეზე 1998 წელს გავიდა პირველად ეთერში და მისი დაფარვის არეალშია სამეგრელო, აჭარა, იმერეთი, გურია, აფხაზეთი, სვანეთი და ზემო აფხაზეთი.

ის 1,6 მილიონზე მეტ პოტენციურ მსმენელს მოიცავს. მაუწყებლობა 24 საათიანია, სამიზნე აუდიტორია 25 წლის და მეტი ასაკის ადამიანებზეა გათვლილი, ფორმატი მუსიკალურ-საინფორმაციოა(65% - 35%). რადიოში ახალი ამბები გადაიცემა 10-დან 23 საათის ჩათვლით ყოველ სრულ საათზე. მათ შორის 3-ჯერ (15, 20 და 23 საათზე) რუსულ ენაზე.

"ათინათი" ახდენს Deutsche Welle და BBC -ის რუსულენოვანი და რადიო "თავისუფლების" ქართულენოვანი გადაცემების რეტრანსლირებას, თავად მონაწილეობს და გადასცემს რადიო "თავისუფლების" ყოველდღიურ გადაცემას "დღეს დილით", პარტნიორობს CR -თან პროექტებში: "აუდიოდღიურები", კავკასიურ გაზეთთან "პანორამა".

რადიო "ათინათს" განხორციელებული აქვს სხვასხვა სახის 50-მდე პროექტი. რომელთა დონორები იყვნენ: UMCOR, CARE, UNV, UNISF, UNDP, NRC, CONCILIATION RESOURCES, WAR CHILO, IREX, AED. NED, OSGF აშშ-სა და ბრიტანეთის საელჩოები. რადიო სისტემატურად გადასცემს თოქ-შოუებს სოციალურ, ფსიქოლოგიურ, იურიდიულ, ეკონომიკურ, სამედიცინ, ლიტერატურული და სხვა საკითხებზე. აქვს ასევე რუსულენოვანი, ყოველდღიური მუსიკალური გადაცემა და გადაცემა ქალებისათვის კვირაში ერთხელ. ორივე გადაცემა ინტერაქტიულია. მათი მსვლელობის პერიოდში სტუდიაში შემოდის სატელეფონო ზარები, მათ შორის აფხაზეთიდან. ეთერი ეთმობა ასევე ინფორმაციული, შემეცნებითი და გასართობი ხასიათის რუბრიკებს.

რადიო "ათინათის" მისიაა ნდობის გაღრმავება საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის. მისიიდან გამომდინარე, ის სისტემატურად ახორციელებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების ხელშემწყობ პროექტებს. რადიო "ათინათი" მაღალი რეიტინგით სარგებლობს რეგიონში. 2006 წლის სექტემბრის თვეში ჩატარდა რეგიონის მოსახლეობის გამოკითხვა. გამოკითხულთა 67% "ათინათს" უსმენს, 14% სხვა რადიოებს, ხოლო 19% არ არის რადიომსმენელი. "ათინათს" 600კვ.მ ფართობის ერთ-ერთი საუკეთესო ოფისი აქვს ქალაქ ზუგდიდის ცენტრში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური და საკომუნუკაციო საშუალებებით.

რადიო "ათინათის" პროდიუსერის დავით ქანთარიას განმარტებით, "ათინათი" არის მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება კომერციული საშუალებებით შემოსული თანხებით – სარეკლამო რგოლები, საეთერო დროის გაყიდვა, ყიდვა-გაყიდვის ვაკანსიები, ღონისძიებების ჩატარების განცხადებები, მოკლე ტექტსური შეტყობინებები სხვადასხვა თოქ-შოუების და მუსიკალური თხოვნების საათის დროს. რადიო "ათინათი" პარტნიორობს როგორც ნაციონალურ ასევე რეგიონულ ბიზნეს კომპანიებთან. დავით ქანთარიას თქმით, სამეგრელოს რეგიონში ბიზნეს გარემო დღითიდღე ვითარდება და ეს ხელს უწყობს რეგიონში მედიის განვითარებას. "რაც შეეხება რადიოსადგურებს შორის და არა მხოლოდ რადიოსადგურებს შორის კონკურენციასა და რეკლამებისთვის ბრძოლას, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რადიო "ათინათს" დედაქალაქის მედია ორგანიზაციების გარდა, ყველაზე მეტი რეკლამა აქვს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ რადიო "ათინათი" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედია საშუალებაა რეგიონში ".

რადიო "ათინათს" 18 თანამშრომელი ყავს: მენეჯერი, პროდიუსერი, ბუღალტერი ხუთი ჟურნალისტი, შვიდი მუსიკალური წამყვანი და სამი ტექნიკური პერსონალი. ყველა თანამშრომელს სხვადასხვა დროს გავლილი აქვს პროფესიული ზრდისთვის აუცილებელი ტრეინინგ-სემინარები და სხვადასხვა საერთაშორისო დონის კონფერენციაში მიუღიათ მონაწილეობა. რადიო "ათინათის" მიზანია, ჰქონდეს მაღალი ხარისხის მაუწყებლობა, შექმნას მაღალპროფესიული სტანდარტის მედია პროდუქტი და რადიოს მიზნობრივ აუდიტორიას, მომხმარებელს ამომწურავად და დროულად მიაწოდოს მისთვის აუცილებელი და საჭირო ინფორმაცია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test