შემოგვიერთდი

16.11.2011 15:06

მამუკა ღლონტი უარყოფს „მაესტროს“ წილების გადანაწილების შესახებ

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

გაზეთ  „ვერსიის“16 ნოემბრის  ნომერში  გამოქვეყნებულ  ინტერვიუში ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ,  თითქოს  მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) ტელეკომპანიის წილი, საკუთარი 25 %,  რუსეთსი მოღვაწე ბიზნესმენ კოტე გოგელიას მიჰყიდა.

„ხმები მაესტროში წილების გადანაწილების შესახებ მხოლოდ აფერაა. გია გაჩეჩილაძე  მის მფლობელობაში არსებულ წილს ვერავის  მიჰყიდის, თუ ჩვენგან ნებართვას არ მიიღებს“, ამბობს ღლონტი.

მისი თქმით,  მასსა და გია გაჩეჩილაძეს შორის ტელეკომპანიის მართვასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა:  „მას [გაჩეჩილაძეს]  თავისი წარმოდგენები აქვს,  რა ტიპის პროექტები უნდა გაკეთდეს ტელეკომპანიაში, შესაძლოა თავის მხრივ ისიც მართალია, მაგრამ ჩვენ ამ ეტაპზე  ნიუს -ტელევიზიას ვაკეთებთ, ამიტომაც ფორმატიდან გამომდინარე,  მის  იდეებს ვეწინააღმდეგებით.“

ღლონტი აბსურდს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ,  თითქოს „მაესტროს“ ჟურნალისტები ეკა ბერიძე და ნათია მიქიაშვილი  ტელეკომპანიას ტოვებენ და პოლიტიკაში მოსული ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის  შტაბში გადადიან

16 ნოემბრის ნომერში გამოცემა „24 საათი“  სააგენტო „ინტერპრესნიუსზე“ დაყრდნობით აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც  რუსი ჟურნალისტი სერგეი კუზნეცოვი საქართველოსთვის პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნას აპირებს.

რადიო „თავისუფლების“ რუსული სამსახურის ყოფილი კორესპონდენტი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციაში მას  ძალოვანი სტრუქტურები ემუქრებიან.  

2011 წლის ივნისში კუზნეცოვმა  პოლიტიკური თავშესაფარი თავდაპირველად ისრაელს სთხოვა. იმის მიუხედავად,  რომ კუზნეცოვს ტურისტული ვიზა ჰქონდა,  ისრაელის ხელისუფლებამ ის დააპატიმრა და არალეგალი ემიგრანტების საპატიმროში მოათავსა,  სადაც მან 107 დღე გაატარა . სასამართლოს გადაწყვეტილებით ჟურნალისტი 10 ნოემბერს გათავისუფლდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test