შემოგვიერთდი

24.11.2011 11:56

„რეზონანსი“ ტელეკომპანია „აჭარის“ სტატუსის გაურკვევლობაზე წერს

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

გაზეთ „რეზონანსის“ 24 ნოემბრის ნომერში ეხმაურება თბილისში სავაჭრო ჯიხურების განთავსების თემას.

პრესის გამომცემლები მიიჩნევენ, რომ მერიის მიერ სავაჭრო ჯიხურების განთავსებაზე აუქციონის გამოცხადებამ პრესის გავრცელებას შესაძლოა საფრთხე შეუქმნას. აუქციონის პირობების თანახმად გამარჯვებულ კომპანიას ჯიხურში ნებისმიერი სახის პროდუქტი შეუძლია განათავსოს. გაზეთის ცნობით აუქციონი იმ ადგილებზეა გამოცხადებული, სადაც უკვე დგას პრესის გამარვრცელებელი კომპანიების  „პლანეტა ფორტეს“, „ელვა სერვისისა“ და „მაცნეს“ პრესის ჯიხურები.

„პლანეტა ფორტეს“ დირექტორი გამოცემასთან საუბრისას ამბობს, რომ მას უკვე დაუკავშირდნენ თბილისის ზედამხედველობის სამსახურიდან და ჯიხურების აღება მოსთხოვეს. გამომცემლები მიიჩნევენ, რომ სხვა ტიპის პროდუქტების ბიზნესში ჩართულ  პირებს, პრესის გამავრცელებელი კომპანია მწირი შემოსავლების გამო კონკურენციას ვერ გაუწევს. გაზეთ „ვერსიის“რედაქტორის მაია ფურცელაძის რწმენით, ხელისუფლება ბეჭდური მედიის დამორჩილებას პრესის გავრცელებაზე კონტროლით ცდილობს. ამ აზრს იზიარებს რეგიონული პრესის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძეც.

„რეზონანსი“ ამავე ნომერში ეხმაურება ტელეკომპანია „აჭარის“ სტატუსსაც .

მაუწყებელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავარობის ტელე-რადიოდეპარტამენტში შედის შედის ავტონომიის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ტელეკომპანია „აჭარის“ სტატუსი ეწინააღმდეგება  კონსტიტუციას. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მიმდინარე წლის აპრილში მედიამფლობელებთან დაკავშირებით ცვლილებები შევიდა. მაშინ კიდევ ერთხელ ითქვა, რომ არ შეიძლება არსებობდეს სახელმწიფოსადმი დაქვემდებარებული მასობრივი ინფორმაციის საშუალება. მთავრობას პირველ ნოემბრადე მიეცა ვადა, რომ შეემუშავებინა სტრატეგია ამ ტელევიზიის სტატუსთან დაკავშირებით, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test