შემოგვიერთდი

23.12.2011 07:50

"რეზონანსი" მედია მონიტორინგის შესახებ

მაია წიკლაური
მედია მედიის შესახებ

გაზეთი „რეზონანსი“ 23 დეკემბრის ნომერში საარჩევნო პროცესში მედია მონიტორინგის საკითხს ეხმაურება. სტატიის მიხედვით ხელისუფლებას სურს მედიამონიტორინგი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის მეშვეობით განხორციელდეს. შესაბამის კანონპროექტს პარლამენტი უახლოეს დღეებში უყრის კენჭს.

„რეზონანსი“ აღნიშნავს, რომ მედიაექსპერტებმა ამ საკითხთან დაკავშირებით ალტერნატიული კანონპროექტიც შეიმუშავეს.  საინიციატივო ჯგუფში შედიან ლაშა ტუღუში, ალექსანდრე ბარამიძე, ვახტანგ ხმალაძე, ზვიად ქორიძე და ელისო ჩაფიძე. მათ მიერ შექმნილი კანონტპრექტის თანახმად, საარჩევნო პროცესების დროს მედია მონიტორინგისთვის დამოუკიდებელი საბჭო უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც საარჩევნო კომისიასთან ან კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება. 

ტრენინგები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test