შემოგვიერთდი

29.12.2011 08:10

„რეზონანსი“ – „ბიძინა ივანიშვილი ახალ ტელევიზიას ხსნის“

მაია წიკლაური
მედია მედიის შესახებ

„რეზონანსის“  ცნობით, ბიძინა ივანიშვილი ტელევიზიის შექმნას აპირებს. გაზეთი ამ ინფორმაციას კონფიდენციალური წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სტატიის ავტორი წერს, რომ ივანიშვილის გუნდი ჯერ „ინტერნეტ-ტელევიზიის“ შექმნას გეგმავს, მოგვიანებით კი მოქმედი ტელევიზიის მეშვეობით  სერიოზული ტელევიზიის შექმნას აპირებს.

„მომავალი ტელევიზიისათვის უკვე კადრების შერჩევაც დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ წყაროს განცხადებით, ივანიშვილის გუნდი ცნობილ ჟურნალისტებზე არ აკეთებს გათვლას და ნაკლებად ცნობად სახეებთან მიდის მოლაპარაკებები.

ტელევიზიისთვის საჭირო აპარატურა უკვე შეძენილია, თუმცა საბაჟოზე არის გარკვეული შეფერხება და ჯერ თბილისში არ ჩამოსულა. თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ ივანიშვილის პრესცენტრში“, - ვკითხულობთ გაზეთში.

ივანიშვილის პრესცენტრის წარმომადგენლის ნონა ყანდიაშვილის თქმით, ტელევიზიის შექმნაზე საუბარი „ტყუილი და ჭორია“.

„რეზონანსის“ ცნობით ივანიშვილის გუნდის წარმოამდგენლები მოლაპარაკებებს რეგიონალური მაუწყებლის „25 არხის“ ხელმძღვანელობასთან იწყებენ. თუმცა, ივანიშვილის პრესსამსახურში და „25 არხში“ ამ ინფორმაციას უარყოფენ.

 „25 არხის“ დირექტორი და დამფუძნებელი მერაბ მერკვილაძე „რეზონანსის“ შეკითხვაზე, რომ იყოს შემოთავაზება, მიიღებს თუ არა „25 არხის“ ხელმძღვანელობა ივანიშვილის წინადადებას, დასძენს, რომ არაფერს არ გამორიცხავს, თუმცა ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test