შემოგვიერთდი

30.12.2011 08:08

"რეზონანსი" Flashmob Show-ს და "მაესტროს" შესახებ

მაია წიკლაური
მედია მედიის შესახებ

გაზეთი „რეზონანსი“ 30 დეკემბრის ნომერში აქვეყნებს სტატიას „კავკასიის უნივერსიტეტი ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ“. მასალის მიხედვით, გადაცემა Flashmob-ის ფინალის დროს, სადაც ერთმანეთს „კავკასიის უნივერსიტეტი“ (CU) „ალმა მატერს“ დაუპირისპირდა, გამარჯვებული ეს უკანასკნელი გახდა. CU მიიჩნევს, რომ გადაცემის მსვლელობისას შეფერხება დაფიქსირდა სერვერზე, ამის გამო მათ „მაგთიდან“ გაგზავნილი შეტყობინებები დააკლდათ. „კავკასიის უნივერსიტეტი“ ხმების თავიდან გადათვლას ითხოვს.

 

„რეზონანსი“ ამავე ნომერში ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ღლონტის განცხადებას ეხმაურება. ღლონტი ამბობს, რომ ტელევიზიის შენობაში მყოფ ეროსი კიწმარიშვილმა  სატელიტური მაუწყებლობის აპარატურა შენობიდან გაიტანა, ამის დასტური კი ისაა, რომ „კიწმარიშვილის მაესტრომ“ სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა.

ღლონტის თქმით, ნუცუბიძის №93-ში მდებარე შენობის მეპატრონეებთან დადებულ ხელშეკრულებას ვადა 2012 წლის 2 იანვარს გასდის. „ეროსი კიწმარიშვილს იმ შენობაში 2  იანვრის შემდეგ არანაირი უფლება აღარ ექნება, რომ იყოს, ამ დამთხვევებმა გვაფიქრებინა, რომ კიწმარიშვილს იქიდან აპარატურა გააქვს,“ - აცხადებს ღლონტი „რეზონანსთან“ საუბრისას. მისი განმარტებით, აპარატურის გატანასთან დაკავშირებით ინფორმაცია ნუცუბიძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა მიაწოდეს.

ეროსი კიწმარიშვილის წარმომადგენელი თიკა ბეჟაშვილი უარყოფს ამ ინფორმაციას „არაფერი არც გააქვთ და არც შემოაქვთ“, - აღნიშნავს ბეჟაშვილი „რეზონანსის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test