შემოგვიერთდი

03.01.2012 07:52

„ინტერპრესნიუსი“ „რუსთავის მედიის მართვის კომპანიის“ თანამშრომლების დაკავების შესახებ

მაია წიკლაური
მედია მედიის შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, "რუსთავის მედიის მართვის კომპანია" პოლიციის მიერ კომპანიის თანამშრომლების დაკავებას, მის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად აფასებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, 1 იანვარს შპს "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" თანამშრომლები, მიხეილ ზედგენიძე და ვალერი გიკაშვილი, კომპანიის მითითებით, კომპანიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც, მათ ორი ავტომანქანით თავს დაესხნენ უცნობი პირები. 

"აღნიშნულ ავტომანქანებს არ გააჩნდათ პოლიციის ამოსაცნობი ნიშნები, ხოლო, თავდამსხმელებს არ წარუდგენიათ პირადობის მოწმობები. თავდამსხმელებმა გააჩერეს კომპანიის ავტომანქანა და მართვის კომპანიის თანამშრომლებზე განახორციელეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. აღნიშნულის შემდეგ გადაიყვანეს ისინი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათზე ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა. ამჟამად ჩვენი თანამშრომლები იმყოფებიან წინასწარი დაკავების საკანში. დაკავების შესახებ კომპანიისთვის არავის უცნობებია, რათა ადვოკატების დროული ჩართვით დაკავებისთანავე მომხდარიყო მათი ინტერესების დაცვა სამართლებრივი მეთოდებით", - ნათქვამია "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 1 იანვარს, ნუცუბიძის ქუჩის #93-ში მდებარე ტელეკომპანია "მაესტროს" ეზოდან ავტომანქანის მეშვეობით სხვადასხვა ნივთების გატანის ფაქტი შენიშნეს. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციის თანამშრომლებმა იმ მოტივით, შეიცავდა თუ არა აღნიშნული ქმედება დანაშაულის ნიშნებს, ავტომანქანის გაჩერება და გადამოწმება სცადეს. თუმცა, ავტომანქანის მძღოლი სამართალდამცავების მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაქცევის მიზნით პოლიციის ავტომანქანას დაეჯახა.ვპოლიციამ აღნიშნული ავტომანქანა დააკავა. მომხდარზე თბილისის მთავარ სამმართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test