შემოგვიერთდი

09.02.2012 13:04

16 რჩევა კითხვადი ონლაინ მასალის შესაქმნელად

მაია წიკლაური
საუბრები მედიაზე

1. მოქმედება

დაწერეთ საინტერესო, დამაინტრიგებელი სათაურები.  მაგალითად, თუ სტატია ალკოჰოლის მოხმარებას ეხება, მისთვის მიმზიდველი სათაური იქნება - “ბევრს სვამთ?”

2. განმარტება

აუხსენით ხალხს, რატომ უნდა ნახონ ვიდეო; მხოლოდ ვიდეოს ლინკი არ დადოთ ვებ-გვერდზე!

3. დისტრიბუცია

მიეცით საშუალება აუდიტორიას მასალის დისტრიბუციაში დაგეხმაროთ - განათავსეთ Twetter-ზე თქვენი მასალა, ისე, რომ მისი საინტერესო მხარე ჩანდეს. დასვით კითხვა, რომ წაახალისოთ დისკუსია და მომხმარებლების მიერ მისი გაზიარება ქსელის მეგობრებთან მოხდეს.

4. სოციალიზაცია

მასალას დაურთეთ პოპულარული სოციალური მედიის თაგები ისე, რომ მკითხველმა შეძლოს მათი სოცილურ ქსელებში განთავსება.

5. რელევანტურობა

მასალაში ამავე თემაზე არსებული ლინკის მითითებისას, განმარტეთ რატომ არის ის ამ შემთხვევაში რელევანტური. უბრალოდ არ მიუთითოთ მასზე.

6. უკან დასაბრუნებელი ბილეთი

მიეცით მომხმარებლებს მიზეზი, რომ დაბრუნდნენ თქვენს ვებ-გვერდზე. გაინტერესებს საიტი? დამაკმაყოფილებელია შენთვის? გადადიხარ ლინკიდან ლინკზე? რომ არ იყო შენს მიერ შექმნილი ვებ-გვერდი, ეწვეოდი მას? – უნდა შეძლოთ ისეთი ვებ გვერდი გააკეთოთ, რომ ამ კითხვებზე თქვენს მიერ გაცემული პასუხი დადებითი იყოს. ასეთ დროს შეძლებთ მკითხველის თქვენი საიტის მუდმივ ვიზიტორად ქცევას.

7. სიახლე

მასალები საიტზე რეგულარულად განაახლეთ, რომ არ მოძველდეს.

8. უნიკალურობა

ეცადეთ თქვენს მასალაში რაიმე იყოს უნიკალური - ან შინაარსი, ან ტონი, ან წერის მანერა. მაშინაც კი, თუ თემა არ არის საინტერესო.

9. ფოკუსი

იცოდეთ, ვინ არის თქვენი მიზნობრივი აუდიტორია და ეცადეთ მასალა მისთვის გასაგებ ენაზე დაწეროთ.

10. ჩართულობა

არ ესაუბროთ თქვენს აუდიტორიას, როგორც გარე მსმენელს. იპოვეთ გზა, როგორ ჩართოთ მკითხველები ახალი ამბების მომზადების და გამრავალფეროვნების  პროცესში.

11. სტილი

მასალა დაწურეთ ზედმეტი ფაქტებისგან, ციფრებისგან და სტატისტიკისგან. წინადადებები მაქსიმუმ 20 სიტყვისგან უნდა შედგებოდეს, თუმცა სულ ერთი ზომის არ იყოს.

12. აკურატულობა

მასალა უნდა პასუხობდეს სათაურში ან ანონსში დანაპირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკარგავთ აუდიტორიის ნდობას. როცა ამბობთ, რომ გაქვთ ექსკლუზივი, მაგალითად, იგივე ვიდეოს ნახვა სხვაგან არ უნდა იყოს შესაძლებელი.

13.მნიშვნელობა

ნუ შესძენთ თემას იმაზე მეტ მნშივნელობას, ვიდრე მას რეალურად აქვს

14.  საკუთრება

რაც არ უნდა დაწეროთ, დარწმუნდით, რომ ეს თქვენი სიტყვებია - სხვა წყაროების მასალების დაკოპირების ფაქტების გაგება ადვილია, შედეგი კი, არასასურველი.

15. დრო

ყოველთვის, როცა მასალას ამზადებთ, გაიაზრეთ, რომ ადამიანებს თხოვთ დაგითმონ ყველაზე ძვირფასი რამ - დრო. თქვენი მასალა ამად  უნდა ღირდეს.

16. ინტეგრირებულობა

მოეპყარით თქვენს ბრენდს პატივისცემით - გახსოვდეთ, რომ თქვენს მიერ გაუაზრებლად დაწერილ ყველა სიტყვას შეუძლია ზიანი მაიყენოს თქვენი ბრენდის და თქვენს რეპუტაციას.

მასალა მომზადებულია www.mediahelpingmedia.org-ის მიხედვით

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test