შემოგვიერთდი

14.02.2012 07:32

„-30-“ – კათარზისი იმედგაცრუებული ჟურნალისტებისთვის

მაია წიკლაური
საუბრები მედიაზე

„წყარო დაგპირდა, რომ დაგირეკავს და არ რეკავს? რედაქტორი ვერ იტანს შენს ლიდს? არავინ გთანხმდება ინტერვიუზე? საკრებულოს სხდომა გაგრძელდა ძალიან დიდ ხანს? - დაწერეთ ამის შესახებ და მე გამომიგზავნეთ, მომიყევით ამის შესახებ! მინდა ნიუსრუმის მაჯისცემა შევიგრძნო“, - წერს ჟურნალისტების ბლოგის, dash30dash.org-ის შემქმნელი ამავე ბლოგზე.

dash30dash.org-ზე ჟურნალისტებს საკუთარი პროფესიის შესახებ ნააზრევის გაზიარება, ან უბრალოდ ყოველდღიური პროფესიული პრობლემების შესახებ წუწუნი ანონიმურად შეუძლიათ.

აქ ნახავთ პოსტებს - “ზოგჯერ მავიწყდება რატომ გადავწყვიტე ჟურნალისტობა, შემდეგ მახსენდება - მე ხომ მაზოხისტი ვარ!”

“იცით რა მაგიჟებს ყველაზე მეტად? - როცა სტატიაზე მუშაობას ვიწყებ, მგონია, რომ პრობლემაა, ამას დიდ ენერგიას ვახარჯავ და შემდეგ აღმოჩნდება, რომ საქმე სულაც არ არის ისე ცუდად, როგორც მეგონა,”

”არ შემიძლია წინადადების გამართულად თქმა. როგორ შეიძლება მე მოვიაზრებოდე 2 საათიანი რადიო-გადაცემის წამყვანად?”

ამ პროექტის შემქმნელი აგრეთვე ანონიმურია. მედიაორგანიზაცია IJNET -მა ამ ადამიანთან დაკავშირება ელექტრონული ფოსტით მოახერხა. ორგანიზაციის  ცნობით, ის ყოფილი ჟურნალისტია, რომელიც ძველ პროფესიას კოლეჯის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მშვიდი თანამდებობიდან ადევნებს თვალს.

პროექტის ავტორის განმარტებით, ბლოგის სახელწოდება “-30-“ ამერიკაში გავრცელებულ ძველ ჟურნალისტურ ჩვევასთან არის დაკავშირებული - სტატიის ბოლოს ყოველთვის წერენ “-30-“ს, რაც მის დაასასრულზე მიუთითებს. პროექტის ავტორის თქმით, ეს მისი პროფესიიდან წასვლის სიმბოლოა, თუმცა მას მეორე მნიშვნელობაც აქვს - ჟურნალისტებს სამუშაო დღის დასრულება დღის მანძილზე მომხდარი, ან გააზრებული მათთვის  მნიშვნელოვანი აზრის დაფიქსირებით შეუძლიათ.

კითხვაზე, რა დანიშნულება აქვს ჟურნალისტური აზრების ასეთ გაზიარებას, პროექტის შემქმნელი პასუხობს, რომ ეს იქნება ერთგვარი კათარზისი იმედგაცრუებული ჟურნალისტებისთვის. “მინდა რეპორტიორებმა საკუთარი აზრი გამოხატონ მათი სამსახურს შესახებ, რომ სხვებმაც გაიგონ, რას ნიშნავს ახალი ამბის შემქმნელად მუშაობა”.

მისი თქმით, ჟურნალისტებისთვის ადვილი არ არის საკუთარი პროფესიის შესახებ ღიად საუბარი. პროექტის ავტორის მიზანი ჟურნალისტების პოსტების ესსეს სტილში შეჯამებაა, რის შემდეგაც მთელს მსოფლიოს ექნება ინფორმაცია ჟურნალისტიკისა და ნიუსრუმის მუშაობის რეალური სახის შესახებ.

ჟურნალისტებს საკუთარი აზრის გამოთქმა ანონიმურად რამდენიმე გზით შეუძლიათ - თავად ვებ-გვერდზე განთავსებით და  ელექტრონულ ფოსტაზე წერილის გაგზავნით, მისამართზე - newsman.comment@gmail.com.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test