შემოგვიერთდი

18.04.2012 14:40

ციფრული მაუწყებლობის თემაზე GNCC-ში სემინარი გაიმართა

David Mchedlidze
ციფრული მაუწყებლობა

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასლასთან დაკავშირებით 18 აპრილს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (GNCC)  ჟურნალისტებისთვის სემინარი გაიმართა.

კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპატამენტის უფროსმა სერგო შავგულიძემ  დამსწრე საზოგადოებას დეტალურად აუხსნა, თუ როგორ ვრცლედება სიხშირეები და რა ცვლილებები მოხდება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პერიოდში სიგნალის გავრცელების თვალსაზრისით.

კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპატამენტის მთავარმა სპეციალისტმა ნოდარ ასპანიძემ კი ყურადღება   ციფრული მაუწყებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა . მანვე ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც  სამაუწყებლო ზონებად დაყოფისას წარმოიქმნება.  მისი თქმით, ანალოგური სიხშირული მაუწყებლობის ლიცენზია აღარ გაიცემა, რადგან ძირითადი რესურსი ამოწურულია, თავისუფალი სამაუწყებლო სიხშირეები კი ციფრული მაუწყებლობის ტესტურ რეჟმში უნდა გამოიყენონ. ასპანიძე მიიჩნევს, რომ საკითხების დასარეგულირებლად მთავარი მაინც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის მომზადებაა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციაში შედის.

კომისია IREX-ის G-MEDIA პროგრამის ფარგლებში ახალ PR სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც 2012-2015 წლებში საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთგვარი სამოქმედო გეგმაა. აღნიშნული სემინარიც („ღია კარის“ დღე) სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

სემინარის თემის აქტუალობის მიუხედავად, შეხვედრას მხოლოდ სამი ჟურნალისტი და რამდენიმე არასამთაბრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.

„ღია კარის“დღე კომისიაში ყოველთვე სხვადსხვა საკითხზე იმართება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test