შემოგვიერთდი

19.04.2012 12:24

ლონდონში ანალოგური მაუწყებლობა გაითიშა

მაია წიკლაური
ციფრული მაუწყებლობა

18 აპრილის ღამეს ლონდონში ანალოგური მაუწყებლობა გათიშეს და ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდნენ. ამ ინფორმაციას   BBC ავრცელებს. როგორც ბრიტანული ტელევიზია იუწყება, ჯამში 53 არხი და 12 მილიონი ტელევიზორის მიმღები გაითიშა.

ბრიტანული გამოცემა  The daily Telegraph-ის ინფორმაციით  ლონდონელების უმეტესობა უკვე გადაერთო ციფრულ სიგნალზე, თუმცა ანალოგურ არხს როგორ დამატებით საშუალებას იყენებდა.

ანალოგურ მაუწყებლობის შეწყვეტის  პროცესი ლონდონში 4 აპრილს დაიწყო, როდესაც არხი „ BBC Two“ გაითიშა.  მაშინ   35 ათასი ლონდონელი დაუკაშირდა ცხელ  ხაზს, რომელიც კონსულტაციას უწევდა თუ როგორ დაეყენებინათ ციფრული მაუწყებლობის პარამეტრები.

დედაქალაქის იმ მაცხოვრებელთა დასახმარებლად, რომელთაც თავად არ შეუძლიათ  დააყენონ ციფრული სიგნალის მიღების პარამეტრები,  შეიქმნა სპეციალური საჯარო პრეზენტაციები, ასევე დახმარების პუნქტები, სადაც მსურელებს კონსულტაციას მოხალისეები უწევენ. 

ანალოგური მაუწყებლობის  შეწყვეტის აღსანიშნავად  19 აპრილის ღამეს სატელევიზიო კოშკის ბროლის სასახლეზე სინათლის შოუს გაუშვებენ.

ანალოგური სიგნალის გათიშვა სამთავრობო პროგრამის  ფარგლებში მიმდინარეობს და ოქტომბერში  დასრულდება. ბრიტანეთის ტერიტორიის  დაახლოებით ორი მესამედი ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადავიდა. გადასაყვანი დაახლოებით 2,5 მლნ სახლი დარჩა. სულ ბოლოს, ციფრულ სიგნალს ჩრდილოეთ ირლანდია და ჩრდილო აღმოსავლეთ ინგლისი მიიღებს.

ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი დიდ ბრიტანეთს დაახლოებით 163,63 მლნ ფუნტი დაუჯდება.

ანალოგური მაუწყებლობა დიდი ბრიტანეთში 1936 წელს დაიწყო.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test