შემოგვიერთდი

03.09.2012 13:39

„თავისუფალი პრესის“-ის სემინარი GARB-ის წევრებისთვის

მაია წიკლაური
ციფრული მაუწყებლობა

ჰოლანდიურმა ორგანიზაციამ „თავისუფალი პრესა“ (Free Press Unlimited) „რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის“ (GARB) წევრი ტელეკომპანიის დირექტორებისთვის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით სემინარი 3 სექტემბერს ჩაატარა. სემინარს „თავისუფალი პრესის“ გამგეობის თავმჯდომარე იუპ დალმეიჯერი (Joop Daalmeijer) ხელმძღვანელობდა. ის ედგა სათავეში ჰოლანდიაში ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესსაც.

GARB-ის აღმასრულებელი დირექტორის ნათია კუპრაშვილის თქმით, „თავისუფალი პრესა“ ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციაა და მათთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„იუპ დაინმაიჯერმა გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით. როდესაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოგვიდგენს გეგმას თუ რა ფორმით გადადის საქართველო ციფრულ მაწყებლობაზე, „თავისუფალი პრესა“ კონსულტაციებს კვლავაც გაგვიწევს“, - უთხრა Media.Ge-ს ნათია კუპრაშვილმა

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test