შემოგვიერთდი

04.09.2012 12:43

როგორ მივიღოთ ნამდვილი HD-ხარისხი?

მაია წიკლაური
ციფრული მაუწყებლობა

როგორ მივიღოთ ნამდვილი HD-ხარისხი ჩვენს ტელევიზორში? თითქოს პასუხი მარტივია: ყიდულბთ HD-ტელევიზორს, HD-რესივერს (მიმღებს), თუკი ის უკვე არ არის ინტეგრირებული თქვენს ტელევიზორში, აერთებთ რესივერს ტელევიზორთან HDMI-კაბელით, ამატებთ გამომავალ სიგნალს თანმგზავრიდან, საკაბელო ქსელიდან, ან IPTV-დან და სისტემაც მზად არის. თუმცა, თუკი HD-ფორმატების თემას ჩავუღრმავდებით, აღმოჩნდება, რომ ყველაფერი ასე მარტივი არ არის.

გაუგებრობა ჩვეულებრივ თავს იჩენს იმის გამო, რომ ტერმინი High Definition (HD) აღწერს არა ერთ, არამედ ფორმატების მთელ ჯგუფს, რომლებიც თავის მხრივ სხვადასხვაგვარად არის დადგენილი სხვადასხვა ქვეყნებში.

HD-ფორმატებში წარმოდგენილია სამი საბაზისო პარამეტრი: გარჩევადობა, სკანირების ტიპი და კადრების სიხშირე. გვერდების თანაფარდობაში HD-ფორმატის შემთხვევაში ყოველთვის იგულისხმება 16:9.

რა მნიშვნელობას იძენს აღნიშნული სამი პარამეტრი HD-ფორმატებში? გარჩევადობა იღებს ორ მნიშვნელობას: 1280х720 (აღინიშნება როგორც 720), ან 1920х1080 (1080). სკანირება არსებობს მონაცვლეობითი (i – interlaced), როდესაც ჩვენ ვხედავთ ყოველ მეორე სტრიქონს, ან პროგრესული (p – progressive), როდესაც ჩვენ ვხედავთ ყველა სტრიქონს ერთდროულად. კადრების სიხშირე HD-ფორმატებში შეიძლება იყოს შემდეგი მნიშვნელობის - 24, 25, 30, 50, 60 კადრი წამში.

მოცემული პარამეტრებიდან გამომდინარე, უმაღლესი ხარისხის მომცემი ფორმატი არის 1080p კადრების მაქსიმალური სიჩქარით. მარკეტინგული მარკირებები - «HD Ready 1080p» და «Full HD 1080» ნიშნავს, რომ მოწყობილობას შეუძლია უჩვენოს ამ ყველაზე მომთხოვნ HD-ფორმატში. სწორედ ამ ფორმატს უწოდებენ Real HD-ს ან Full HD-ს, თუმცა ეს მხოლოდ მარკეტინგული ტერმინებია და არა ფორმატის, როგორც ესეთის დასახელება. ბუნებრივია, რომ როგორც კი მაყურებელი იგებს Real HD-ს (ნამდვილი HD) არსებობის შესახებ, მას უჩნდება სურვილი მიიღოს ეს ხარისხი საკუთარ ტელევიზორში.

სად შეუძლია დღესდღეობით ტელემაყურებელს ასეთი მაღალი ხარისხის გამავალი სიგნალის მიღება? ეს შეკითხვა ჩვენ დავუსვით თანამგზავრული კავშირის ოპერატორის SES-ის განვითარების დირექტორს ბატონ ბენი ნორლინგს. „რაც შეეხება Real HD-ს, რომელსაც ხშირად Full HD-საც უწოდებენ, აქამდე ევროპაში ასეთი მაუწყებლობა არ ყოფილა, რადგან მას ესაჭიროება ძალიან დიდი გამტარუნარიანობა. დღესდღეობით სამომხმარებლო ბაზარზე ყველაზე კარგი შეთავაზებაა Blue-Ray სტანდარტი - 1080р – 24 კადრი წამში. ფასიანი ტელევიზიის ოპერატორი Direct TV, რომელიც მოქმედებს ა.შ.შ.-ში და რომელიც სარგებლობს ASTRA-ს თანმგზავრების მომსახურებით, მომხმარებელს სთავაზობს Video-On-Demand სერვისს (ვიდეო მოთხოვნით.) მომხმარებელს შეუძლია გადმოწეროს ვიეო მყარ დისკზე სრული კადრით - 1080р. ამის მიუხედავად ამისათვის საჭიროა ორჯერ მაღალი გამტარუნარიანობა, რაც ოპერატორებისათვის ნამდვილი გამოწვევაა,“ ამბობს ბენი ნორლინგი.

აქედან გამომდინარე ფორმატი 1080p – Real ან Full HD, როგორც მას მარკეტოლოგები ეძახიან, ხელმისაწვდომია მაყურებლისათვის მხოლოდ მეტად შეზღუდულ „ვიდეო მოთხოვნით“ სეგმენტში, ან Blue-Ray დისკების მეშვეობით.

ამ დროისათვის სატელევიზიო მაუწყებლობა ხორციელდება ნაკლებად მომთხოვნ HD-ფორმატებში - 1080i და 720p. ისინი გარკვეულწილად ჩამოუვარდებიან ხარისხით 1080p-ს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეკრანზე სწრაფი მოვლენები ვითარდება სპორტული შეჯიბრებების დროს, ან მაღალი დეტალიზაციის მქონე კადრის ჩვენების მომენტში, როგორიცაა, მაგალითად ბალახი სტადიონზე. განსხვავება Full HD-სა და მაუწყებლობის ფორმატებს შორის შესამჩნევი ხდება 0-დუიმზე მეტი ზომის ეკრანზე, ეკრანის სიმაღლის 3-4-ზე მეტი დისტანციიდან ყურებისას.

შეიძლება ითქვას, რომ ტელემაყურებელს დღესდღეობით HD-ფორმატის ორ არჩევანთან აქვს საქმე: 1080i და 720p. ამ ორ ფორმატს შორის არჩევანიც არც ისე მარტივია. ერთის მხრივ 1080i თითქოს გვთავაზობს უფრო მაღალ გარჩევადობას, მაგრამ მონაცვლეობითი გაშლის გამო ეკრანზე, დროის ყოველ მოცემულ მომენტში ხდება მხოლოდ 540 სტრიქონის ჩვენება. 720p ფორმატის პროგრესული განშლა საშუალებას იძლევა დროის ყოველ მოცემულ მომენტში ვიხილოთ 720 სტრიქონზე მეტი. აქედან გამომდინარე, თუკი 1080i გვაძლევს უფრო ხარისხიან სტატიკურ გამოსახულებას, 720p უფრო კარგია სწრაფი მოძრაობის ტრანსლირებისას.

უფრო ხშირად HD-ს შესახებ დისკუსიები ფოკუსირებულია გამოსახულებაზე და როგორც წესი ყურადღება არ ექცევა ხმას. HD-არხები როგორც წესი თანხლებულია აუდიო-ლიანდაგით Dolby Digital. მოცემული აუდიო-ფორმატი შეიძლება იყოს როგორც უბრალო ორ-არხიანი სტერეო, ასევე 5.1 surround-ი, ან ზოგიერთ Blue-Ray დისკზე 7.1 surround-იც კი. აქ ყველაფერი დამოკიდებულია მატარებელზე, არხზე და კონკრეტულ გადაცემაზე.

როგორც წესი, ყველაზე იაფი გარე სტერეო-დინამიკებიც კი ხარისხით ჯობს ტელევიზორში ინტეგრირებულ დინამიკებს. სწორედ ამიტომ, HD ხარისხის სრულად აღსაქმელად საჭიროა ორი დინამიკის შეძენა მაინც. შესაძლებელია ასევე „საბბუფერის“ დამატებაც. რაც შეეხება ისეთ ტელარხებს, როგორიცაა Mezzo Live HD, Dolby Surround აუდიო-ლიანდაგით, გამოდგება ასევე აუდიო სისტემა surround 5.1.

დავუბრუნდეთ კვლავ გამოსახულების ხარისხს. კითხვა, თუ როდის შეძლებენ ტელემაყურებლები 1080p ფორმატის მიღებას საკუთარ ტელევიზორებში, ხარისხის ბევრ მოყვარულს მოსვენებას არ აძლევს. „ჩემის აზრით, მოვლენები შესაძლოა სხვაგვარად განვითარდეს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შემდეგი ფორმატი იქნება 1080р, თუმცა ეს ასევე შეიძლება იყოს 4К. ეს შესაძლებელს გახდის გარჩევადობა გაიზარდოს ოთხჯერ. თუმცა, ამისათვის ჩვენ უნდა დაველოდოთ MPEG 5 ფორმატს. პირველი შედეგები მიღებული იქნება მიმდინარე წელს. მოცემული სტანდარტის დანერგვას შეიძლება დაჭირდეს დაახლოებით 4-5 წელი,“ ამბობს ბენი ნორლინგი.



მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test