შემოგვიერთდი

15.11.2012 10:53

SES-მა მიმდინარე წლის დასაწყისიდან სამი კვარტალის განმავლობააში ფინანსური მაჩვენებლების ზრდა გამოაცხადა

მაია წიკლაური
ციფრული მაუწყებლობა
SES YTD Q3 DELIVERS SOLID GROWTH  (photo: )

ლუქსემბურგი, 9 ნოემბერი, 2012 - SES S.A. (NYSE Euronext Paris და Luxembourg Stock Exchange: SESG) წარადგინა ფინანსური ანგარიში ცხრა თვისა და სამი თვის პერიოდისათვის, რომელიც დასრულდა 2012 წლის 30 სექტემბერს. 

ფინანსური მაჩვენებლები

2012 წლის დასაწყისიდან კომპანიის შემოსავლები 1,359.6 მილიონ ევროს შეადგენს.

      *  გასულ წელთან შედარებით 6.1%-იანი ზრდა, + 1.6% მუდმივ გაცვლით კურსებზე (“constant FX”)

წლის დასაწყისიდან EBITDA -ს მაჩვენებელმა 1,012 მილიონ ევროს მიაღწია

         *  გასულ წელთან შედარებით 6.4%-იანი ზრდა, + 1.8% მუდმივ გაცვლით კურსებზე

         *  EBITDA -ს მარჟა  - 74.4% (2011: 74.2%)

მიმდინარე წლის დასაწყისიდან  გჯუფის მოგება - 456.4 მილიონ ევროს შეადგენს. (2011: EUR 446.7 მილიონი)

         * გასულ წელთან შედარებით 2.2%-იანი ზრდა. 

-  საკონტრაქტო ბაზა 7.2 მილიარდი ევროთი გაიზარდა

          * ზრდა 6.8 მილიარდი ევროდან 2012 წლის ივნისის ბოლოსთვის

          * 1.3 მილიარდ  ევროს  ღირებულების განახლებები და ხელმოწერილი ახალი კონტრაქტები 2012 წლის დასაწყისიდან

          * Canal+ -მა გრძელვადიანი კონტრაქტი გაანახლა 24 ტრანსპორდერზე

          * BBC -იმ კონტრაქტი 6 ტრანსპორდერზე განაგრძო  

თანამგზავრები SES-4 და SES-5 წარმატებულად გაეშვა და ჩაერთო მომსახურებაში

 ASTRA 2F წარმატებულად გაეშვა და კომერციულ მომსახურებაში ჩაერთვება მოგვიანებით მიმდინარე თვის განმავლობაში. 

რომან ბაუში, SES-ის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი აღნიშნავს:

„2012 წლის პირველი ცხრა თვის ფინანსურმა შედეგებმა ჩვენი მოლოდინი გაამართლა.  აპრილის ბოლოს გერმანიაში ანალოგური სატელევიზიო მაუწყებლობის გათიშვის მიუხედავად, ზრდის მაჩვენებლებმა 1.6%-ს მიაღწია. გერმანიის ბაზრის გარეშე შემოსავლის ზრდა მოცემულ პერიოდში 7.5%-ს შეადგენს. მიმდინალე წელს SES-მა წარმატებულად გაუშვა სამი თანამგზავრი (SES-4, SES-5, ASTRA 2F), რომელთაგან ორი უკვე მომსახურებაშია.  ჩვენ ვთანამშრომლობთ ახალ პარტნიორებთან, ამასთანავე ვანახლებთ ძველ კონტრაქტებსაც: სამომავლო საკონტრაქტო ბაზის შემოსავალი ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე - 7.2 მილიარდ ევრომდე გაიზარდა, რაც ხაზს უსვამს ჩვენი მომხმარებლების ჩვენდამი ნდობას.  სრული 2012 წლის შემოსავლები და EBITDA-ს ზრდა სავარაუდოდ დაგეგმილის შესაბამისი იქნება.  SES-ი ასევე ადასტურებს 2012-2014 შემოსავლებსა და EBITDA CAGR სამიზნე ნიშნულს (მუდმივ გაცვლით კურსებზე) დაახლოებით - 4.5%.  SES-მა კიდევ ერთხელ ანახა ეკონომიკური ვარდნის პირობებში თანამგზავრული სექტორის მოქნილობა.“ 

SES-ის 2012 წლის საბოლოო ფინანსური შედეგები გამოქვეყნდება 2013 წლის 22 თებერვალს. 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი:  www.ses.com


მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test