შემოგვიერთდი

30.11.2012 13:12

„ქართული მედიის ერთერთი პრობლემა პროფესიონალიზმის ნაკლებობაა“, - ბაქერ მოინი

მაია წიკლაური
ინტერვიუ
ბაქერ მოინი (photo: )

BBC-ის ჟურნალსტი და მედია ანალიტიკოსი ბაქერ მოინი საქართველოში „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა“ და სლოვაკური ორგანიზაცია „მემო 98“-ის მიერ განხორციელებული მედია მონიტორინგის პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა. ის სხვა უცხოელ ექსპერტებთან ერთად ქართული მედიასაშულებებისთვის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

ბაქერ მოინი წლების განმავლობაში BBC-ში ცენტრალური აზიის სპეციალისტად მუშაობდა, ხელმძღვანელობდა BBC -ის ბიუროს ირანში, აშუქებდა ავღანეთის, ირანისა, და ტაჯიკეთის ამბებს. გამოცემული აქვს წიგნი აიათოლა ჰომეინის შესახებ. ამჟამად ის კონსულტაციას სხვდასხვა მედიასაშუალებებს უწევს.

ქართულ მედიაში შექმნილ პრობლემებსა და მის მოგვარების გზებზე Media.Ge ბაქერ მოინს ესაუბრა.

თქვენ გქონდათ საშუალება გაცნობოდით „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ მომზადებული მონიტორინგის შედეგებს, ასევე შეხვდით სხვადასხვა მედიასაშუელებების წარმომადგენლებს. როგორ ფიქრობთ, რა არის ქართული მედიის მთავარი პრობლემა?

რაც მე ვნახე და წავიკითხე მონიტორინგის დასკვნებში, თუ რა ხდებოდა  საარჩევნო პერიოდში ქართულ მედიაში, აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ სურათი ძალიან დინამიკურია. მთავარი პრობლემაა ჟურნალისტების პროფესიონალიზმის ნაკლებობა და მენეჯერებისა და მფლობელების მოკლევადიანი პოლიტიკური გეგმები.

როგორ შიეძლება ამ პრობლემის მოგვარება?

რამდენიმე მიმართულებაა, რომელსაც გაუმჯობესება სჭირდება. პარლამენტმა გრძელვადიანი ხედვა უნდა შეიმუშაოს მედიასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლებს ამ სფეროში ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა, რომელიც მოიცავს ციფრულ მედია ტექნოლოგიებს, რეგულაციებს, საგანმანათლებლო, კულტურულ და ქვეყნისთვის საჭირო საინფორმაციო საკთხებს.  ეს დაეხმარება მათ უზრუნველყონ ის, რომ მედიამ შეასრულოს თვისი როლი, ასახოს საზოგადოების ინტერესები და ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხებზე, რაც გავლენას ახდენს ქვეყნის ცხოვრებაზე.

ჩემი აზრით, პარლამენტის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს მარეგულირებლების როლის განსაზღვრა, რათა მათ შეიმუშაონ სტრატეგიული მიდგომა ქვეყნის სამაუწყებლო და კომუნიკაციის საჭიროებებისადმი, კერძოდ კი, ლიცენზიებისა და არხების განაწილების დროს. სიხშირეები საზოგადოების საკუთრებაა. ყველა მაუწყებელი ხალხის ინფორმირებას და საგანმანათლებლო როლს უნდა ასრულებდეს.

კერძო მაუწყებლების მიერ წარმოებული პროდუქტის დიდი ნაწილი მაღალი ხარისხის გადაცემებისგან უნდა შედგებოდეს და ამით ემსახურონ საზოგადოებას.

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს?

საზოგადოებრივი მაუწყებელიც უფრო მაღალპროფესიული უნდა გახდეს და პოლიტიკოსების ნაკლებ გავლენას უნდა განიცდიდეს. ჩემი აზრით, მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო პროფესიონალებისა და ექსპერტებისგან არის დაკომპლექტებული. მნიშვნელოვანია, რომ მათ იმოქმედონ  სრულიად დამოუკიდებლად. ისინი უნდა დარჩნენ საზოგადოებრივ ფიგურებად. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი უნდა ფიქრობდნენ საზოგადოების გრძელვადიან ინტერესებზე და წარმოადგენდნენ ახალგაზრდებს, ქალებს, უმცირესობებს, სხვადასხვა რელიგიებს. მათთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, თუ ვის აქვს ძალაუფლება ქვეყანაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიმსახურებენ მოსახლეობის ნდობას.

მედიის წარმომადგენლები საკუთარ სამუშაოს უნდა ასრულებდნენ როგორც ჟურნალსიტები და არა როგორც პოლიტიკური აქტივისტები. პირველ ყოვლისა, მათ უნდა ისწავლონ და პრაქტიკაში განამტკიცონ ჟურნალისტიკის ისეთი საბაზისო პრინციპები, როგორიცაა სიზუსტე, ობიექტურობა, ბალანსი. ჟურნალისტები უნდა იყვნენ პროაქტიურები, აკეთებდნენ მოკლევით და საგამოძიებო მასალებს და არ უნდა მიჰყვებოდნენ მხოლოდ მათთვის მომზადებულ დღის წესრიგს.

სხვადასხვა ტელეკომპანიის წარმომადგენლები ხშირად ჩივიან, რომ პოლიტიკოსთა ნაწილი უარს აცხადებს ტოქშოუებში მონაწილეობაზე. როგორ შეიძლება მაუწყებელმა ამ შემთხვევაში დაიცვას ბალანსი?

მოკვლევა და გამოძიება არის ამის გასაღები. თუ პოლიტიკოსი არ მიდის რომელიმე გადაცემაში, მას შეიძლება ეშინოდეს, ან არ ჰქონდეს ნდობა ამ მედიასაშულების მიმართ. უნდა გავარკვიოთ მიზეზი, თუ რატომ ხდება ეს, უნდა მივცეთ მას შანსი, სრულად გამოხატოს თავისი შეხედულებები. თუ თვითონ პოლიტიკოსი არ მოდის, მაშინ უნდა მოვიწვიოთ მისი მხარდამჭერები, რომლებიც მის პოზიციას დაიცავენ.

როგორ შეიძლება შეიქმნას თვითრეგულირების ეფექტური მექანიზმი?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია. უნდა დავიცვათ ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და ინდივიდის უფლებას შორის. ჯერჯერობით თვითრეგულირების ორგანოები არ მუშაობს. მაუწყებლები უნდა შეთანხმდნენ, რომ შექმნან გამჭვირვალე კოლექტიური პლატფორმა, რომელიც ხალხის საჩივრებს განიხილავს. თუ ეს არ გამოვა, მაშინ შეიძლება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის როლი ამ კუთხით გაიზარდოს, ან პარლამენტმა შემოიღოს ახალი რეგულაციები.

ამგვარ სიტუაციაში „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ როგორ უნდა გააძლიეროს თავისი გავლენა?

ვფიქრობ, ქარტიას შეუძლია უფრო გავლენიანი გახდეს ახალ პარლამენტთან თანამშრომლობით. მედია, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიც უნდა დაეხმარონ, რომ შეიქმნას გეგმა, თუ როგორ გაუმჯობესდეს პროფესიონალიზი, ეთიკა და ზოგადად მედია გარემო.

რა რეკომენდაციებს მისცემთ ქართული მედიის წარმომადგენლებს?

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკისა“ და ევროსაბჭოს მიერ ჩატარებულ კონფერენციაზე შევთანხმდით, რომ რეკომენდაციების პაკეტს შევიმუშავებთ, თუმცა მანამდე მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობის ნდობის მოსაპოვებლად საჭიროა:

1. მედიამენეჯერებმა და მფლობელემა შეიმუშაონ პოლიტიკისგან თავისუფალი გრძელვადიანი გეგმები

2. რედაქტორებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო მიზნები და ადგილი იმ ჟურნალისტებისთვის, ვინც მაღალი ხარისხის პროდუქტს ქმნის.

3. ჟურნალისტებმა უნდა შეინარჩუნონ ენერგია და ენთუზიაზმი და გახდნენ უფრო  პროფესიონალები. ეს კი მიიღწევა მეტი სწავლით, სიღრმისეული კვლევებითა და ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების ერთგულებით. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test