შემოგვიერთდი

03.12.2012 11:11

ბედუკაძე სტუდია „ობიექტივის“ ფინანსურ შემოწმებას ითხოვს

მაია წიკლაური
მედია მედიის შესახებ

გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილი თანამშრომელი, ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე გაზეთ “პრაიმ ტაიმთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ სტუდია “ობიექტივის” ხელმძღვანელი, ირმა ინაშვილი პარტიის შექმნას გეგმავს და ციხეში წამების ამსახველი კადრები მისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყო გამოყენებული.

ბედუკაძე აცხადებს, რომ “ობიექტივმა” კადრები 2 მილიონ ლარად გაყიდა, ამიტომ ის მოითხოვს “ობიექტივში” ფინანსური პოლიციის შესვლას.

“ივნისსა თუ ივლისში “ობიექტივის” ანგარიშზე გაჩნდა კატასტროფული თანხები საიდან? ცხრა თვის ხელფასები დაარიგეს, ტექნიკა განაახლეს, ახლა კიდევ ახალ ტელევიზიას ქმნიან”, - ამბობს ბედუკაძე.

ბედუკაძის ბრალდებებს ირმა ინაშვილმა აბსურდული უწოდა.

“ჩვენ გავაკეთეთ დასკვნა, რომ მას იყენებენ შავი პიარის საწარმოებლად ჩემსა და “ობიექტივის” წინააღმდეგ. ამ ადამიანის სახელს უახლოეს მომავალში დავასახელებ. ბედუკაძე არის ბრმა იარაღი ამ ადამიანის ხელში”, - ამბობს ინაშვილი.

თავის მხრივ, “პრაიმ ტაიმის” სტატიის საფუძველზე საჩივარის შეტანას პროკურატურაში ირმა ინაშვილიც გეგმავს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test