შემოგვიერთდი

07.12.2012 08:42

OTT სერვისის ძირითადი მიგნებები

მაია წიკლაური
ციფრული მაუწყებლობა

OTT(Over the Top) სერვისის მოხმარების სწრაფმა ზრდამ, როგორიც  Netflix–სა და Hulu–ს შემთხვევაში მოხდა, გამოიწვია შიში, რომ გადაცემის ახალი მეთოდი  ტრადიციულ სამაუწყებლო ინფრასტრუქურას საფრთხეს უქმნის. OTT სერვისი მომხმარებელს პირდაპირ ინტერნეტით მიეწოდება. მაგრამ ეს ნამდვილად რეალურია?

კომპანია SES-მა სთხოვა გამოეთქვა საკუთარი მოსაზრება გერმანელ ექსპერტს იორნ კრეიგერსს ამ საკითხთან დაკავშრებით. ახალი კვლევა დეტალურად ასახავს სერვისს და ხაზს უსვამს მის საინტერესო თვისებებს.

 

ტელევიზიასთან კავშირი ახალი შესაძლებლობეს უღებს კარს

მასობრივი აუდიტორიისმოსაპოვებლად OTT სერვისის ტექნიკური საფუძვლები სწრაფად მზარდი თანამდეროვე თხევადკრისტალური ტელევიზორებით მეშვეობით არის ჩამოყალიბებული. ასეთი ტელევიზორებს ინტერნეტთან წვდომის საშუალება აქვს. უკანასკნელი მონაცემების თანახმად (http://www.rapidtvnews.com/index.php/24832/3dtv-and-connected-tv-popularity-grows-in-europe.html), რომელიც ბაზრის კვლევის ინსტიტუტმა GfK გამოიკვლია, წელს ევროპის ტელევიზორების ბაზრის 10 უდიდეს ქვეყანაში (მათ შორის არის დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი) 13 მილიონზე მეტი ტელევიზორი გაიყიდება. აღნიშნული ციფრი 30 პროცენტით მეტია 2011 წელთან შედარებით. 2013 წელს, GfK 22 პროცენტიან ზრდას ელის, რაც 16 მილიონს უდრის. სერვისი სხვა პოპულარულ მოწოყობილობებთან ერთად, როგორიცაა  PC ტაბლეტი, სმარტფონები და სათამაშო კომპიუტერები, რომლებიც ტელევიზორთანაა დაკავშრებული, მაუწყებლებს საშუალებს აძლევს, რომ პროგრამები პირდაპირ მომხმარებელს ღია ინტერნეტის საშუალებით გადასცენ. ეს ეხება ორივეს, როგორც ტრადიციულ ხაზოვან ტელეარხებს, ასევე მოთხოვნად სერვისებს.

პერსპექტიული შეთავაზება

ერთი შეხედვით, OTT სერვისი ტელე–მაყურებლებთან მისაღწევ ახალ მომხიბვლელ ჭიშკარს  გავს. ტრადიციულ სამაუწყებლო კაბელთან, სატელიტსა და ციფრულ მიწისზედა ტელევიზიასთან უპირატესობის ქონით, ის ბიზნესის ახალმა მოთამაშეებმა ბაზარზე ადვილად შესაღწევად შეიძლება გამოიყენონ. მას არ სჭირდება სატელიტზე მოცულობის დაქირავება და არც საკაბელო კომპანიებს მოუწევთ დამატებითი სამუშაოების ჩატარება. არ არის აუცილებელი  შემოსავლის გაყოფის თაობაზე შეთანხმების გაფორმება პლატფომრის ოპერატორებთან. ეს ყველაფერი ძალიან დამაიმედებლად ჟღერს  და არსებული მაუწყებლებისთვის შეიძლება დიდ ცდუნებადაც იქცეს. ერთი შეხედვით, ახალი სერვისი ძალიან მომხიბვლელია, მაგრამ როგორ გამოიყურება ის უფრო დეტალური გამოკვლევისას?

OTT სერვისის უარყოფითი მხარეები

ბაზრის კვლევის ინსტიტუტმა IHS Screen Digest–მა OTT სერვისის პერსპექტივები გააანალიზა  თავის ანგარიშში „OTT–ს მაჩვენებლები:  მოხდება თუ არა ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა?“ (http://www.isuppli.com/Media-Research/News/Pages/OTT-Providers-Must-Address-Delivery-Network-Access-to-Remain-Competitive.aspx). კვლევა  ერთ გადამწყვეტ ფაქტს ითვალისწინებს, რომელიც OTT სერვისს ტრადიციული სამაუწყებლო ინფრატრუქტურისგან ანსხვავებს. საკაბელო, სატელიტური და ციფრულ მიწისზედა ტელევიზია ისეა შექმნილი, რომ მას ერთი სიგნალის მიწოდება მაყურებლების შეუზღუდავი რაოდენობისთვის შეუძია და თან მას ფიქსირებული ღირებულება აქვს. ამის საწინააღმდეგოდ ინტერნეტზე დაფუძნებული მედიის მიწოდება ისე მოწყობილი, რომ  ის თითუელ მიმღებს ცალკე საკუთარი სიგნალი გადაეცემა. OTT მაუწყებლებმა უნდა გადაიხადონ გადაცემისთვის, რომელიც ცალკე ნაკადითაა შექმნილი. ამასთან ერთად, ღირებულება მაყურებელთა რაოდენობის მატებასთან ერთად იზრდება. შეიძლება, OTT მოთამაშეები საკუთარი წარმატების მსხვერპლი გახდნენ? როგორც კვლევა ცხადყოფს, ეს რისკი საკმაოდ რეალურია.

ღირებულების შედარება

გათვლების თანახმად,  კონტენტის მიწოდების ქსელის ღირებულება OTT მიწოდების სერვისისთვის უნდა დაეცეს 25 ათასით, რომ მან ტრადიციულ სამაუწყებლო ტექნოლოგიებთან თანაფარდობას მიაღწიოს. ამ შემთხვევაში ის მასობრივი ბაზრის მაყურებელთა მოთხოვნებს მოემსხურება.  „ამჟამინდელი ფასებით, მხოლოდ უნიქასთ ნაკადის მიწოდება კონტენტის მიწოდების ქსელში უნდა ღირდეს 1, 2 მილიარდი ევრო, რომ ის დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას მაღალი გაფართოების გადაცემით მოემსახუროს. ბრიტანეთის მოსახლეობა სწორედ მაღალი გაფართოების ტელევიზიასაა მიჩვეული,“ ამბობს IHS–ის ტელევიზიების კვლევის ხელმღვანელი გაი ბისონი. „როდესაც OTT–ს უნიქასთ ნაკადის სერვისი როგორიცაა Netflix , ხასიათდება ისე, რომ ის უნდა მოერგოს სატელევიზიო ბაზრის მასობრივ აუდიენციას, მათი უპირატესობები ფასში, მოქნილობასა და ტექნოლოგიაში უარყოფით მხარეებად იქცევა.“

ბოლოქანქარას ბრუნვა

კვლევამ აჩვენა, რომ მიწოდების ხარჯების შედარებისას კონტენტის მიწოდების ქსელის ერთი საათის ღირებულება OTT ნაკადით უზურუნველყოფისთვის სტანდარტული გაფართოების დროს აჭარბებს სატელიტის მოცულობის დაქირავების ღირებულებას იმ შემთხვევაში, თუ აუდიენციის რიცხვი 8 000–ს აჭარბებს. ამ გარდამტეხ წერტილზე, მაუწყებლისთვის სატელიტი ინტერნეტ მიწოდებაზე უფრო იაფია. მეტიც, ღირებულება მაყურებელთა რიცხვის მატების შემთხვევაშიც კი არ იზრდება. „8 000 ერთდროული ყურების შემთხვევაშიც, ღირებულების კუთხით უნიქასთ გადაცემა ტრადიციულ მაუწყებლობაზე უფრო ნაკლებად ეფექტური ხდება. ეს კი პრაიმტაიმის დროს არსებული ხაზობრივი ტელევიზიის ჩვეულ აუდიენციასთან შედარებით ძალიან მცირე რაოდენობაა,“ დაასკვნა ბიზონმა.

მომავლის ხედვა

მიუხედავად იმისა, რომ მონაცემთა მზარდი შეფასება მატულობს და კონტენტის მიწოდების ქსელის ღირებულება იკლებს, ტრადიციული სამაუწყებლო ინფრასტრუქტურას კვლავ ყველაზე ძლიერი პოტენციალი გააჩნია, რომ ის მასობრივ ბაზარაზე ხაზობრივო ტელევიზიისთვის მიწოდების ყველაზე ეფექტურ მეთოდად  დარჩეს. მომავლის ტექნოლოგიები, როგორიცაა 4 K ტელევიზია, რომლებიც ამჟამინდელი მაღალი რეზოლუციის გადაცემასთან შედარებით 4 ჯერ მაღალი რეზოლუციის გამოსახულებას აწოდებენ მომხმარებელს, ბევრად მეტ გამტარუნარიანობას საჭიროებენ. OTT სერვისს გონივრული მიწოდების მეთდებით სპეციალური არხებისა და მოთხოვნადი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა შეუძლია. მაგრამ ტრადიციული სამაუწყებლო ინფრასტრუქტურისთვის ის უფრო არის დამხმარე სერვისი, ვიდრე კონკურენტი.

მედიისა და სამაუწყებლო ინდუსტრიის მომავლი ასევე არის ახალი წიგნის „უფრო მაღალი“ მთავარი თემა, რომლითაც ჯონ კრეიგერმა მხარი დაუჭირა სტატიას „მედია სამყარო 2037 წელს: უკან მომავლიდან!“ (http://www.ses.com/even-higher). აღნიშნული სტატია უდარდელად აღწერს იმ განვითარებებს, რომელიც 25 წელიწადში – 2037 წლის პერსპექატივაში შეიძლება მოხდეს.

ავტორის შესახებ:
ბატონი  იორნ  კრეიგერი დამოუკიდებელი ჟურნალისტია ბავარიაში, გერმანიაში. ის აშუქებს მედიის ინდუსტრიის განვითარების საკითხებს 1990 წლიდან მრავალფეროვანი გერმანული და ინგილუსრენოვანი გამოცემებისთვის. მათ შორისაა Rapid TV News, TV Digital, Infosat, Cable!vision Europe და Sat-Report. მედიის ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს საკაბელო, სატელიტურ და ინტერნეტ მაუწყებლობებზე, ფასიან ტელევიზიაზე, ახალ ბაზრებზე, როგორიცაა  OTT და ჰიბრიდული სამაუწყებლო ქსელები.

მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test