შემოგვიერთდი

13.12.2012 10:47

SES-ი და ევროპული კოსმოსური სააგენტო (ESA) მუშაობას იწყებს პროექტ "ELECTRA"-ზე

მაია წიკლაური
ციფრული მაუწყებლობა

პირველი ელექტრო თანამგზავრული პლატფორმის განვითარება ევროპაში

ლუქსემბურგი, 30 ნეომბერი, 2012 –  SES–მა (Euronext პარიზის და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟაზე: SESG) განაცხადა, რომ ის ევროპული კოსმოსური სააგენტოს მომავალ პროგრამაში Artres-33 "ELECTRA"-ში მიიღებს მონაწილეობს. "ELECTRA"-ს ფარგლებში SES და ESA საჯარო–კერძო პარტნიორობას დააარსებენ, რომელიც ევროპაში  პატარა/საშუალო ელექტრონული თანამგზავრული პლატფორმის განვითარებას ისახავს მიზნად.

უფრო დეტალურად პროექტი მიზნად ისახავს განავითაროს, დანერგოს, გაუშვას და კომერციულად მართოს ინოვაციური გეოსტაციონალური თანამგზავრული პლატფორმა, რომელიც გეოსატციონალურ ორბიტაზე სიგნალის გადასაცემად ელექტრო ძრავს გამოიყენებს (ტრადიციული ქიმიურ საწვავზე მომუშავე ძრავის ნაცვლად). აქედან გამომდინარე, სატელიტურ პლატფორმას სხვა უპირატესობებიც აქვს, მაგალითად მას შეუძლია შედარებით პატარა გამშვები მანქანების გამოყენება და აქვს ორმაგი გაშვების შესაძლებლობა, ასევე ენერგიის და აქტიური ტრანსპონდერების მოხმარების რაოდენობით, პლატფორმა უთანაბრდება ამჟამინდელი საშუალო ზომის თანამგზავრს.
ELECTRA - ევროპული კოსმოსური სააგენტოს ერთ–ერთ მთავარი პროგრამაა,რომელმაც ბოლოდროინდელ ESA მინისტერიალის კონფერენციაზე ნეპალში ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.

SES უხელმძღვანელებს ELECTRA-ს პროექტს. ძირითადად ეს მოხდება თანამგზავრის დიზაინის განსაზღვრის პერიოდში, ამისათვის SES-ი მჭიდროდ ითანამშრომლებს ბრემენის OHB System AG–თან, რომელიც იქნება  SES–ის მთავარი მოიჯარე კომპანია.

„პროგრამა ELECTRA SES–ის ინოვაციურ პრიორიტეტებს სრულყოფილად ერგება. სასარგებლო ტვირთის ორბიტაზე გაგზავნის საერთოდ ღირებულების შემცირება- თანამგზავრული ოპერატორთა გაერთიანების მთავარი მიზანია. ელექტრო ძრავი მიმართულია კონკურენციის გასაზრდელად სატელიტურ ინდუსტრიაში, რაც კომერციული ტელეკომუნიკაციების ბაზრისთვის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. SES დიდი სიამოვნებით უჭერს მხარს ELECTRA-ს პროექტს და მოხარულია ევროპულ კოსმოსურ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებით" - განაცხადა SES –ის მთავარმა ტექნოლოგმა მარტინ ჰალიველმა.

 

მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test