შემოგვიერთდი

30.01.2013 08:25

შალვა რამიშვილი „მეცხრე არხზე“ შუა დღის შოუს წაიყვანს

მაია წიკლაური
მედია მედიის შესახებ

ტელეკომპანია „მაესტროდან“ წამოსული შალვა რამიშვილი „მეცხრე არხზე“ იწყებს მუშაობას, ამის შესახებ მან საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ის შუა დღის შოუს წაიყვანს. თუმცა მომავალში სხვა გადაცემებზეც იმუშავებს.

„ეს იქნება შუა დღის შოუ რომელიც ჩემს მეგობარ გოგონებთან ერთად მიმყავს. ეს არ არის გადაცემა პოლიტიკაზე და მწვავე პოლიტიკური დებატები არ იქნება. მე მაქვს იმის ამბიცია, რომ ყველაზე გამორჩეულ კითხვებს დავუსვამთ და ყველას ვაჯობებთ“, - თქვა შალვა რამიშვილმა და აღნიშნა რომ „მაესტროში“ ის განვითარების პერსექტივას ვერ ხედავადა, რაც წამოსვლის მიზეზი გახდა, თუმცა ხაზი გაუსვა რომ ყოფილ ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონია.

„მეცხრე არხს“ აქვს საშუალება, რომ განვითარდეს. იმიტომ რომ კარგი ბაზისია შექმნილი. სწორედ ახლა არის იმის დრო, რომ ამ ბაზისზე აღმოცენდეს ტელევიზია და მას ჰქონდეს რეიტინგი. შემიძლია ისეთი რაღაცეების გაკეთება, რასაც რეიტინგის მოტანა შეუძლია“,- აღნიშნა რამიშვილმა.

ტელეკომპანია „მაესტროს“ დატოვების შესახებ ინფორმაცია შალვა რამიშვილმა 29 იანვარს გაავრცელა. ამ არხზე ის ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. მაესტროზე“ ახალი წლის შემდეგ აღარ გასულა გადაცემა „შალვა რამიშვილის დილა“. არხის ერთ–ერთი დამფუძნებლის, მამუკა ღლონტის განმარტებით, ამის მიზეზი ის, იყო რომ გადაცემის თემატიკა არ პასუხობდა ქვეყანაში დღეს არსებულ სიტუაციას.

რამიშვილს „მაესტროზე“ გაზაფხულიდან უნდა წაეყვანა გადაცემა „ღამის შოუ შალვარამიშვილთან“ ერთად.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test