შემოგვიერთდი

01.02.2001 20:00

ტელესაკომუნიკაციო ობიექტების პრივატიზება

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

წყარო: საინფორმაციო სააგენტო "კავკას-პრესი"
საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი სააქციო საზოგადოება "საქართველოს ელექტროკავშირი"-ს აქციათა 75%-ის და "საქართველოს ტელეკომი"-ს აქციათა 51%-ის გაყიდვის მიზნით. ობიექტების საწყისი ფასი გამოცხადებული არ არის. ტენდერი ტარდება ტელესაკომუნიკაციო ობიექტების პრივატიზების სფეროში საქართველოს მთავრობის სტრატეგიული მრჩევლის კონსორციუმ Commerzbank AG-ის მხარდაჭერით. 1 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით ინვესტორებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ კონკურსის პირობებს. ისინი უსასყიდლოდ მიიღებენ 270 გვერდიან საინფორმაციო მემორანდუმს, რომელიც საპრივატიზაციოდ განკუთვნილი ობიექტების და საქართველოს საინვესტიციო სფეროს შესახებ ამომწურავ ინფორმაციას შეიცავს. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი. ამავე დღეს გაიმართება სამთავრობო საკონკურსო კომისიის სხდომა, რომელიც გამარჯვებულს გამოავლენს. სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილის მერაბ გაბუნიას განცხადებით, გამარჯვებულს შემდეგი კრიტერიუმებით შეარჩევენ: თანხა, რომელსაც ობიექტებში გადაიხდიან, მომავალი კაპდაბანდებების ოდენობა, პასუხისმგებლობა ვალების დაფარვაზე (ორივე საწარმოს ვალი 10 მლნ. დოლარს შეადგენს), გათვალისწინებული იქნება, ასევე, ინვესტორის მიერ შემოთავაზებული ტარიფები და სალიცენზიო პირობები.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test