შემოგვიერთდი

06.02.2001 20:00

გაზეთ “რეზონანსის” რესპონდენტს ანგარიშსწორებით ემუქრებიან

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"
2001 წლის 18 იანვრს გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნდა ინტერვიუ"ალაზანჰესის" აქციების ერთ-ერთ მფლობელ ანზორ სიბაშვითან. პუბლიკაცია ეხებოდააღნიშნული ჰესის აქციების ირგვლი წარმოქმნილ კონფლიქტს. სიბაშვილის პოზიციით აღშფოთდა შსს საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის უფროსი ზ. მალუძე.

მოგვიანებით გაზეთის რედაქციას "ალაზანჰესის" დირექტორი და რამდენმე აქციონერი ესტუმრა, მათ განაცხადეს, რომ თუ "სიბაშვილი ისევ გააგრძელებს ინტერვიუების მიცემას, სოფ. ვეჯინიდან ჩამოსული ხალხი დიდ უბედურებას დაატრიალებს". მათ მიერ წარმოდგენილ განცხადებას 29 აქციონერი აწერს ხელს. თავის მხრივ გაზეთი "რეზონანასი" აცხადებს, რომ ამ თემაზე მუშაობას არ შეწყვეტს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test