შემოგვიერთდი

16.02.2001 20:00

ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების საპროტესტოჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების საპროტესტოჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების საპროტესტ

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

წყარო: საინფორმაციო სააგენტო "კავკას-პრესი"; გაზეთი "ახალი თაობა"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს გაზეთ "შანსის" რედაქციასთან. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმ "ცილისმწამებლური" პუბლიკაციის გამო, რომელშიც მათი ყოფილი დეკანი ნუგზარ ფოფხაძე ჰომოსექსუალისტად და 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ინსპირატორად იყო მოხსენიებული. ამის შემდეგ ფოფხაძემ ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა დატოვა. სტატიას ხელს აწერს სამი გაზეთის მთავარი რედაქტორი : "შანსის" - ბონდო ქურდაძე, "ახალგაზრდა ივერიელის" – გიგლა გობეჩია და "თბილისის" – სოსო ჭუმბურიძე. აქციის მონაწილე სტუდენტებმა მათ საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოთხოვეს,რადგანაც მათი აზრით ავტორებმა "პატიოსანი კაცის სახელი" შეურაცხყვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სასამართლოში არჩელს შეიტანენ. სტუდენტებისა და გაზეთის რედაქტორების შეხვედრას შედეგი არ მოჰყოლია. 19 თებერვალს უნივერსირეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები არის დაგეგმილი. წარმოდგენილია ორი კანდიდატი - ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლები თამაზ ჯოლოგუა (წარადგინა თავად ნუგზარ ფოფხაძემ) და დიანა ტყებუჩავა (ყოფილი დეკანის ნოდარ ტაბიძისპროტეჟე). 17 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზეე სტუდენტებმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტის საბჭო გუგზარ ფოფხაძეს არ აირჩევს , სტუდენტები მზად არიან სასწავლო პროცესი ჩაშალონ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test