შემოგვიერთდი

12.02.2001 20:00

ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის და მთავრობის საჩუქრები ხევსურეთს

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"
11 თებერვალს საქართველოს მთავრობა თითქმის მთელი შემადგენლობით– ზურაბ ჟვანია, გია არსენიშვილი, ვალერი ჩხეიძე, ავთანდილ იოსელიანი, გია ბარამიძე,დავით კირვალიძე, მარინე მოლოდინი და ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის პრეზიდენტი ეროსიკიწმარიშვილი, პოპულარული გადაცემა "ვის უნდა 20 000 ?"-ის წამყვანი დუტა სხირტლაძედა ჟურნალისტთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ხევსურეთს ეწვია. მათი მოგზაურობის მიზანიშატილის დამწვარი სკოლა-ინტერნეტისთვის პოლიტიკოსთა მიერ გადაცემა "ვის უნდა 20000?"-ში მოგებული თანხის ჩატანა იყო. მოგზაურობის ერთ-ერთი ეტაპი შატილში განლაგებული ქართველი მესაზღვრეების მოინახულება იყო. მათ ზურაბ ჟვანიამ ტელევიზორი და ვიდეომაგნიტოთფონი, ხოლო ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის პრეზიდენტმა სატელიტური ანტენა აჩუქეს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test