შემოგვიერთდი

12.02.2001 20:00

ცეკავშირი პროგრამა “60 წუთის” წინააღმდეგ

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

წყარო: საინფორმაციო სააგენტო "კავკას-პრესი"
ცეკავშირს ხელმძღვანელობას განზრახული აქვს სასამართლოში უჩივლოს ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის პროგრამა "60 წუთს" ცილისწამებისათვის. პროგრამა "60 წუთის" მორიგი, 4 თებერვლის გამოშვება ცეკავშირის საქმიანობას მიეძღვნა. 14 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ცეკავშირის თავმჯდომარე გიორგი ქათამაძემ გადაცემის ავტორები ტენდენციურობაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით მეორეს მხარეს არ მიეცა საშუალება წარმოედგინა ორგანიზაციიის მოღვაწეობის ამსახველი, რეალურად არსებული, საბუთები. თავის მხრივ პროგრამის ავტორი აკაკი გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ მზადაა სასამართლოს წარუდგინოს გადაცემაში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებელი საბუთები.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test