შემოგვიერთდი

12.02.2001 20:00

ადვოკატი ჟურნალისტის წინააღმდეგ

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

წყარო: საინფორმაციო სააგენტო "კავკას-პრესი"
პარლამენტარ გურამ შარაძის ადვოკატი გულიკო გაბაიძე გაზეთ "რეზონანსის" ჟურნალისტის მაკა წიკლაურის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. მისი თქმით, ჟურნალისტმა არასწორად გააშუქა იეჰოვას მოწამეთა სასამართლო პროცესის მიმდინარეობა. გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, თითქოს ადვოკატი გაბაიძე აცხადებს, რომ იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმები შარაძის დაკვეთით ხდება. ამას გაბაიძე დეზინფორმაციას უწოდებს და გაზეთ "რეზონანსისაგან" მორალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. იგი, სავარაუდოდ, 50 000 ლარის მოთხოვნას აპირებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test