შემოგვიერთდი

Google-ს ახალი სერვისის შესახებ

16.11.2009 20:32

ყველა ჩვენთაგანს მოსვლია მსგავსი რამ - ინტერნეტის თვალიერებისას გვიპოვნია რაიმე საინტერესო საიტი, დავრეგისტრირებულვართ, დაგვითვალიერებია, მერე კი, ჩვეულებრივ, მიგვავიწყდება ხოლმე.

ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა ინფორმაციას გავცემთ ჩვენს შესახებ - ასაკს, სახელს და გვარს, სქესს, მისამართს, ელ. ფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს და სხვა.

არანაკლებ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფრის კონტროლსა და მონიტორინგს. სწორედ ამისათვის შექმნა Google-მა ახალი სერვისი: Google Dashboard

ეს სერვისი საშუალებას გვაძლევს, ბოლოს და ბოლოს გავიგოთ, თუ რა იცის ინფორმაციის გიგანტმა ჩვენს შესახებ. აქ თავმოყრილია Google-ის ყველა ის სერვისი, რომლებზეც ხართ რეგისტრირებული:

  • ელ. ფოსტა Gmail,
  • ბლოგ-სერვისი Blogger,
  • ვიდეოს ატვირთვის სერვისი Youtube,
  • კალენდარი Calendar,
  • დოკუმენტები და ცხრილები Docs,
  • საიტის ანალიზი, სტატისტიკის მთვლელი Analytics,
  • მისამართების და ტელეფონების წიგნი Contacts,
  • ფოტო-სერვისი Picasa,
  • RSS-მკითხველი Reader,
  • ჩეტი Talk და სხვა მრავალი.

მოინახულეთ და შეამოწმეთ - თუ რა იცის Google-მა თქვენს შესახებ. თუ ჩათვლით, რომ ზედმეტი ინფორმაცია გაქვთ განთავსებული - წაშალეთ!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test