შემოგვიერთდი

ნინო ჩიმაკაძე

ქართული მედიის სამი გამოწვევა

24.06.2013 16:12

მეორე თემა,

რასაც  ელჩი შეეხო, და რაც ჩემი აზრით მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ჟურნალისტების კვალიფიკაცია და მათი პრფესიული სტანდარტებია.

„საკმაოდ ხშირად მინახავს რეპორტიორები, რომლებსაც თითქოს არ აინტერესებთ ის საკითხი, რასაც აშუქებენ. ხშირად არც ისე კარგ კითხვებს სვამენ, ან ზოგჯერ საერთოდ არ სვამენ შეკითხვებს, მიკროფონს, ან დიქტოფონს მოგიტანენ სახესთან და გიყურებენ, მე კი ვეუბნები: „კითხვას არ დამისვამ?“ ვფიქრობ ამისთვის საჭიროა ტრეინინგები და სათანადო განათლება“, – მითხრა მან ჟურნალისტებზე საუბრისას.

ამ სამწუხარო რეალობაზე მეც არაერთხელ დავფიქრებულვარ. მაგალითად, მე თვითონ რამდენჯერმე შევსწრებივარ, როგორ მიდიან მიკროფონებით რესპოდენტებთან და უხმოდ ელოდებიან მათ მიერ სასურველი კომენატრის გაკეთებას. ან კითხვის მაგივრად მხოლოდ ერთ სიტყვას ეუბნებიან: „დაიწყეთ“. ამ კატეგორიას ერთი ჩემი ამერიკელი ლექტორი, კარლ აიდსვუგი human stand microphone–ებს,  ანუ „ადამიან–მიკროფონებს“ უწოდებდა და გვაფრთხილებდა, არასდროს გავმხდარიყავით ასეთი ჟურნალისტები. მართლაც წარმოუდგენელია ჩემთვის, როგორ შეიძლება ზრდასრული, თავმოყვარე ჟურნალისტი მასალაზე მიდიოდე და მხოლოდ „მიკროფონის დამჭერის“ ფუქნციით დაკმაყოფილდე.

რაც შეეხება თემის ინტერესს, რომელსაც აშუქებ, ვფქირობ ესეც არანაკლები პრობლემაა. მიუხდავად იმისა, რომ ჟურნალისტი ექსპერტი ვერ იქნება ამა თუ იმ საკითხში, ალბათ, რასაც აშუქებს, იმ თემაზე ბევრად მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე რიგითმა მაყურებელმა და სანამ რეპორტაჟზე, თუ ინტერვიუზე წავა, თემის ირგვლივ თუნდაც პატარა მოკვლევა აუცილებლად უნდა ჩაატაროს. ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა გაინტერესებდეს და მარტო ვალდებულების მოხდის მიზნით არ მიდიოდე მასალის გასაკეთებლად. ეს კი სამწუხაროდ არც ისე ხშირად ხდება საქართველოში. ამიტომ არის, რომ ზოგჯერ ისეთ კომიკურ სიტუიაციებშიც აღმოვჩნდებით ხოლმე, როცა მაგალითად ვაცლავ ჰაველის ხსოვნის საღამოზე მისული ჟურნალისტი კითხულობს - „ვინ არის ეს კაცი და რა გაუკეთებია“, ან თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პრესკონფერენციაზე  ჟურნალისტი  გვეკითხება - თუ  „რა ჟანრის ფილმები“ იქნება ფესტივალზე ნაჩვენები. უფრო მეტიც, ერთხელ ისიც კი უკითხავს ვიღაცას - „ფარაჯანოვი რა არისო“, მას შემდეგ რაც ორგანიზატორებმა ფარაჯანოვის სახელობის პრიზის დაწესების შესახებ განაცხადეს. ცხადია, ყველას ყველაფერი ვერ ეცოდინება, მაგრამ, ალბათ, როცა მასალის მოსამზადებლად მიდიხარ, სხვა თუ არაფერი, 10 წუთი Google- ში რომ შეიხედო, ის მაინც შეიძლება და მინიმალური ინფორმაცია მაინც მიიღო იმ თემაზე, რაზეც მუშაობას  აპირებ.

რაც შეეხება გარემოს,  რომელშიც მედია მუშაობს და ინფორმაციის საჯაროობას, რაზეც ელჩი საუბრობდა, ამ თემაზე ძალიან ბევრი დაუწერიათ  ჩემს კოლეგებს, რომელთაც ჩემგან განცხვავებით უფრო მეტი გამცოდილება აქვთ ამ კუთხით. მე პირადად უფრო ხშირად კულტურის სფეროში მიწევს მუშაობა  და  იმდენი წინაღობა არ შემქმნია, თუმცა რამდენჯერმე, სხვა საკითხებზე მუშაობისას მეც მქონდა ბედნიერება გამეგო, თუ რას ნიშნავს როცა საჯარო პირი საჯარო ინფრომაციას გიმალავს. ამ მხრივ, ჩემი, და არა მარტო ჩემი გამოცდილებით ყველაზე ჩაკეტილი უწყებები ბოლო წლებში თავდაცვის სამინისტრო, თბილისის მერია  და განათლების სამინისტრო იყო.

„აუცილებელია ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჟურნალისტს მიაწოდო ინფორმაცია, როცა ის ამას ითხოვს. შენ მოვალეობა გაქვს, როგორც საჯარო პირს, განსაკუთრებით თუ მთავრობაში ხარ, რომ იყო ხელმისწვდომი, მიაწოდო ინფორმაცია და იურთიერთო მედიასთან. ეს სამი ფაქტორი მთლიანობაში განაპირობებს მედიის ხარისხს და ინფორმაციის ობიექტურობას და შესაბამისად ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს და პრობლემების მხოლოდ ერთმანეთზე გადაბრალებით არ შემოიფარგლოს", – მითხრა ჯონ ბასმა მედიაზე საუბრის ბოლოს. ჩემი ნება რომ იყოს, მის ამ ბოლო ტექსტს ოფიციალურ უწყებებში კაბინეტებში გამოვაკრავდი, რომ ყველა თანამდებობის პირმა ყოველდღე შეხედოს და წაიკითხოს  და თუ ჩვენი, ჟურნალისტების არ ესმით, მათთვის ანგარიშგასაწევ ამერიკელ დიპლომატებს მაინც დაუჯერონ.

ბოლო თვეებში საჯარო უწყებებთან არ მქონია შეხება, ამბობენ, ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით ცოტა გაუმჯობესდა სიტუაციაო, კარგია თუ ასეა. თუმცა, მედიას თუ გადავხედავთ, პროფესიონალიზმის და ეთიკურობის კუთხით  წინსვლას, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვხედავ. მიუხედავად ყველაფრისა, სოციალური მედიის და ზოგადად, ონლაინ მედიის განვითარება მაინც მაძლევს საფუძველს ოპტიმისტი ვიყო და ვიფიქრო, რომ ონლაინ სივრცეში დაწყებული სამოქალაქო აქტივობა პოლიტიკური პროცესების გარდა მედიაში მიმდინარე პროცესების გაჯანსაღებასაც შეუწყობს ხელს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test