შემოგვიერთდი

მადიდებელი ჟურნალისტები

03.07.2013 13:36

ალბათ, არასდროს გაქრება  მეხოტბე ჟურნალისტიკა საქართველოში.  ამის გარეშე რა ხიბლი აქვს ხელისუფლებას?  ზვიად გამსახურდიას  ფანი ჟურნალისტების მთელი არმია ჰყავდა, პრეზიდენტ შევარდნაძესაც, ოღონდ,  უფრო ანგარიშიანები, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხომ საერთოდ...

მაამებელ-მადიდებლობა  ჟურნალისტს  მცირეოდენ  ძალაუფლებას ანიჭებს, ზოგჯერ მცირეზე მეტს, ჟურნალისტი განსაკუთრებით თამამი და ძლიერია,  როცა  პოლიტიკურ ლიდერს ეთაყვანება   და   თავს მის იდეურ მოკავშირედ  მიიჩნევს,  იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია   პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციაზე კოლეგის  შეკითხვებს პრემიერის მაგივრად პასუხი გასცეს,   „პროვოკაციულ“  კითხვაზე აღშფოთდეს და კითხვის დამსმელს ენის მოკეტვა მოსთხოვოს. სწორედ ასე მოხდა 3 ივლისს შერატონ მეტეხი პალასში პრემიერმინისტრთან გამართული პრესკონფერენციისას. განრისხდნენ  იმის გამო, რომ ჟურნალისტებმა  ბიძინა ივანიშვილს 17 მაისის ცნობილ ამბებზე  ჰკითხეს.

ეს ჟურნალისტები, ისინი ვინც, სულ რაღაც ერთი წლის წინ, კოლეგებს ხელისუფლებისგან დაცვას სთხოვდნენ, ახლა ხელისუფოლებას იგივე კოლეგებისგან იცავენ. მაშ,  რა აზრი აქვს, ჩვენს სიარულს  იმ პრესკონფერენციაზე,  სადაც კითხვის დასმისთვის შეიძლება ჩაგქოლონ?  რა განსხვავებაა იმაში, ვინ ჩაგაკმედინებს ხმას, ხელისუფლება, თუ მისი ფანკლუბი?!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test