შემოგვიერთდი

სალომე ფხალაძე

ტვიტერი - თანამედროვე მედიის მნიშვნელოვანი ატრიბუტი

24.10.2013 12:36

twitter

# - ეს ნიშანი ალბათ ბევრი ქართველისთვის უბრალოდ დიეზის აღმნიშვნელია, რომელსაც თავიანთი ტელეფონების ღილაკზე ხედავენ და ხანდახან თუ გამოიყენებენ სერვისების გააქტიურებისას. თუმცა, # ანუ ტვიტერის (Twitter) ენაზე რომ ვთქვათ „ჰაშთაგი” მსოფლიო კომუნიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია რომელიც ეხმარება სოციალური ქსელის მომხმარებლებს სხვადასხვა თემების კატეგორიზაციაში. ჰაშთაგი შეიძლება თქვენს სიტყვას, ან ფრაზას დაურთოთ (ფრაზის შემთხვევაში სიტყვებს შორის მანძილს არ ვტოვებთ; მთლიანად შეტყობინების ლიმიტი- 140 სიმბოლოა). მაგალითად, #ქართულიმედია და თქვენი ეს „ტვიტი“ მოხვდება ყველა იმ გამოქვეყნებული შეტყობინებების კატეგორიაში,რომელებშიც  ქართულ მედიაზეა საუბარი. ჰაშთაგის ადეკვატური ქართული თარგმანი, სამწუხაროდ, არ გვაქვს, ამიტომაც მის საერთაშორისო სახელწოდებას გამოვიყენებ.

ჰაშთაგების პიონერი ტვიტერია, მაგრამ მალე ის ფეისბუქის ნაწილიც გახდება. 2013 წელს ფეისბუქის ვიცე პრეზიდენტმა პარტნიორობის დარგში კანში  გამართულ სატელევიზიო ინდუსტრიის კონფერენციაზე თქვა: „სოციალური ქსელები ტელევიზიის განუყოფელი ნაწილი გახდნენ, ყველგან, სადაც არ უნდა გაიხედო, დაინახავ ფეისბუქს, ინსტაგრამს, ტვიტერს ინტეგრირებულს სატელევიზიო გამოცდილებაში...“ ჰაშთაგები ინტერნეტის ენის ნაწილია და ახლა უკვე ფეისბუკისაც, მალე ჩვენც  გვექნება შესაძლებლობა ტრენდული თემების გაშლისა“

საქართველოში ტვიტერი ფეისბუქის მსგავსად პოპულარული არ არის. ჩვენი ქვეყანა განვითარების პროცესშია და ჯერ ვერ აუწყო ფეხი თანამედროვე მიღწევებს. ჩვენი მედიაკომპანიები სულ ახლახან დაუმეგობრდნენ სოციალურ ქსელებს და ჯერ ბოლომდე მაინც ვერ ჩასწვდნენ მის სარგებელს, გავლენასა და მნიშვნელობას.

ამერიკული სატელევიზიო გადაცემები არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყენო სოციალური მედია მაყურებელთა რიცხვისა და მათი ინტერაქტიულობის გასაზრდელად. ენ-ბი-სის შოუს „ გვიან ღამე ჯიმი ფალონთან ერთად“ სპეციალური ჰაშთაგების რუბრიკაც კი აქვს (#Latenighthashtags). ეს ჩვეულებრივ ადამიანებს აძლევს შანსს გახდნენ ამ შოუს ნაწილი და გამოხატონ თავიანთი შეხედულებები მილიონობით მაყურებლის წინაშე, მარტივად, ტვიტერის გამოყებენით. ჰაშთაგები, სოციალურ ქსელში საუბრების ატრიბუტები, ქმნიან ტენდენციურ თემებს (trending topics), ეს კი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ თუ რა არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული.

ტვიტერი ახალი ამბების რეპორტიორებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნიუ იორკ ტაიმსის ჟურნალისტი ჯენიპერ პრესტონი ტვიტერის ბლოგისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს: „ ბოსტონის მარათონის დაბომბვის დროს, ჩვენ ვეყრდნობოდით ოფიციალური წყაროებისა და ჩვეულებრივი მომხმარებლის მიერ ტვიტერზე  განთავსებულ მასალებს, ამით კი, არა მხოლოდ გადმოვცემდით იმას, თუ რა ხდებოდა, არამედ ამბავსაც ვყვებოდით ერთად შეკრული შეტყობინებების ( ე.წ „ტვიტების“) საშუალებით… ბოსტონის პოლიციის დეპარტამენტის, საავადმყოფოების, უნივერსიტეტების და შტატის სააგენტოების ოფიციალური ტვიტერის შეტყობინებები, გვეხმარებოდა ჩვენი მკითხველის დროულ ინფორმირებაში“. ვრცლად ინტერვიუ იხილეთბმულზე: https://blog.twitter.com/2013/verifying-tweets-when-news-breaks-qa-with-the-nyts-jennifer-preston-0

სეთ მნუკინი დამოუკიდებელი ჟურნალისტია. 2013 წლის აპრილში, ის ბოსტონის ტრაგედიის თვითმხილველი გახდა. მსოფლიო “დამშეული“ იყო ბოსტონიდან ინფრომაციის მიღებაზე. სეთს კი მისი მიწოდება შეეძლო. მან ინფორმაციის გასავრცელებლად ტვიტერი გამოიყენა, მისი მიმდევრების რიცხვი ამის გამო 10 ათასიდან 30 ათასამდე გაიზარდა.

ტვიტერის გუნდს სპეციალური რჩევები აქვს მედიაში მომუშავეებისათვის. ეს ინფორმაცია ქართველ ჟურნალისტებსაც გამოადგებათ.

იმისთვის, რომ ტვიტერზე თქვენი გვერდის მიმდევრების რიცხვი გაიზარდოს შემდეგ 4 პუნქტს უნდა მიყვეთ:

1. დაუყოვნებლივ გამოაქვეყნეთ ახალი ამბები

2. გამოიყენეთ ჰაშთაგები

3. გააზიარეთ, რასაც კითხულობთ

4. @ დაიმოწმეთ თქვენი წყაროები

უფრო მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://blog.twitter.com/2012/best-practices-for-journalists

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test