შემოგვიერთდი

google (photo: )

Google+ ოკეანესავით არის. მომხმარებლების თვალიდან თითქოს შესწავლილიც ჩანს, არადა, ბევრ იდუმალ სივრცესაც იტოვებს შიგნით. თანაც მას „ზღვა“ შესაძლებლობები აქვს, რადგან Google+ (Plus) გუგლის სერვისია, Google კი ყველასთვის ცნობილია, რა მასშტაბის კომპანიაცაა.

Google-მა საკუთარი სოციალური ქსელი 2011 წელს გაუშვა ინტერნეტში და დიდი ძალისხმევის შედეგად 2013 წლისთვის  500 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელიც მოაგროვა. ბოლო თვეების მანძილზე მომხარებლების ზრდის სტატისტიკით მან ყველაზე წარმატებულ სოციალურ ქსელს, Facebook-საც გაუსწრო. თუმცა Google Plus ყოველთვის დიდი „F“-ს ჩრდილშია. არადა Google-ი მართლა სულ სხვა სამყაროა, მართლა!

პირველი, რაც Google Plus-ს, მართლაც პლიუსად უნდა ჩავუთვალოთ, მისი მრავალფუქნციურობაა. Google-მა სულ მარტივად აიღო და ყველა უკვე არსებული ქსელის სისტემები ერთ კლიენტში გააერთიანა:

- Newsfeed, ღონისძიებები და ა.შ. ამით Google Plus  -  Facebook-ია;

-Hashtag-ები და დღის ყველაზე აქტუალური ამბები ერთ სივრცეში, სხვა მოხმარებლებთან დაკავშირების სისტემა - ამით Google Plus-ი Twitter-ია;

- .GIF გაფართოების ფაილები, ამით Google Plus-ი Tumblr გახდა;

- ფოტოების დათვალიერების მოქნილი სისტემა და მათი ორიგნალი რეზოლუციით შენახვა: Google Plus-ი Flickr-ია;

- Check-in-ებისთვის ცლაკე გრაფა:  Google Plus-ი Foursquare-ია;

ახალი Community-ებით, Hangout-ებით და კიდევ ზოგიერთი რამით კი Google Plus-ი უბრალოდ Google Plus-ად ჩამოყალიბდა.

Google Plus-ის ერთ-ერთ მთავარ პლიუსს კომპანიის სხვა სერვისებთან მისი ინტეგრირებულობაც წარმოადგენს. აი, მაგლაითად: ვინმე ჰარი იაპონურ რესტორანს ხსნის ბრუკლინში და ცდილობს ყველას გააგებინოს, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ აღმოაჩენს, რომ მას შეუძლია Google-ის რუკაზე დაიტანოს საკუთრი რესტორანი, ატვირთოს ფოტოები და გადაიღოს პრომო ვიდეო YouTube-თვის. Google-ის საძიებო სისტემაში, გუგლის რუკაზე და იუთბუზე განთავსებული ინფორმაცია, შემდეგ ერთ სივრცეში, Google Plus-ზე გავრცელდება. იაპონელი ტურისტი ბრუკლინში ყოფნისას Google Plus-ის მეშვეობით მოულოდნელად პოულობს რესტორანს და სტუმრობს მას. კერძები გემრიელია, გარემოსაც არაუშავს და ტურისტიც თავისი ტელეფონით რესოტრანში „Check-in“-ს აკეთებს, თან საკუთარ შეფასებას წერს. შემდეგ იაპონელი ტურისტის მეგობარი, ვინმე საო მის კედელზე ამ მიმოხილვას პოულობს და შუაგულ ამერიკაში მონატრებულ იაპონურ კერძებს მალევე აგემოვნებს. ჰარი ბედნიერია, იაპონელი ტურისტებიც.

მეც, თუკი მოგზაურობას გადავწყვეტ, აუცილებლად Google-ით შევისწავლი ადგილობრივ გარემოს. Google Plus ინტეგრირებულია გუგლის ფოსტასთან, გუგლის საძიებო სისტემასთან, სხვადასხვა აპლიკაციებთან, YouTube-თან და ეს მხოლოდ დასაწყისია.

ჰო, მართლა. Google-ის მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო Hangout. ვიდეო ზარები და ვიდეო კონფერენციები, რომლების პირდაპირ ეთერში გაშუქება YouTube-ის მეშვეობით ხდება. Google-ს სხვა პლიუსებიც აქვს: ის უფრო დახვეწილია ვიდრე ფეისბუქი და უფრო მორგებული თანამედროვე პლანშეტებსა თუ სმარტფონებზე. მოკლედ, ის ბევრად უკეთ მოერგო თანამედროვე გამოწვევებს, ვიდრე Facebook-ი. Google Plus-ი ახალი თაობის სოციალური მედია კლიენტია.

მაგრამ...  Google მარტო პლიუსიც არ არის, Google-ს მინუსებიც აქვს: Facbook-ი და Twitter-ი უფრო სწრაფად მუშაობენ, ამასთან Google Plus-ს არ აქვს ფიესუბქის მსგავსი „News Ticker“, რაც რეალურ დროში ანახლებს ინფორმაციებს, უფრო დაუხვეწავია მიმოწერა და რაც მთავარია - მომხარებლების აქტივი და უბრალოება.

Facebook-მა მოახერხა ძალიან დიდი ინფორმაცია მოეგროვებინა საკუთარ თავში, ის ადამიანების მთელ ისტორიას აღწერს და მისგან თავის დაღწევა უკვე ძალიან ძნელია. და მეორე: Google Plus-ის ჩახლართული ფუნქციები და შესაძლებლობები მოხმარებელთა დიდ ნაწილს აბნევს. ბევრი ადამიანისთვის საყვარელი სოციალური ქსელი ერთ დიდ სოფელს ჰგავს და არა უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ კონვერგირებულ ნიუსრუმს. Google-მა კი ამჯობინა თავისი სოციალური ქსელი ყოფილიყო ძალიან ძლიერი სოციალური მედია მენეჯერი და სუსტი, როგორც სოციალური ქსელი. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test