შემოგვიერთდი

ალექსანდრე ქეშელაშვილი

რეკლამის ძირითადი სახეები Facebook-ზე

15.01.2014 13:22

ბევრი ბიზნესი დღეს Facebook-ზე რეკლამას საკმაოდ მომგებიან საქმედ თვლის, თუმცა სოციალურ ქსელზე რეკლამის განთავსებას თავისი პრინციპები აქვს. კომპანია მარკეტოლოგებს სხვადასხვა მეთოდებს სთავაზობს: Sponsored Stories, Page Post Ads, Promoted Posts და Marketplace Ads.  რეკლამის ეს ძირითადი კატეგორიები ერთმანეთისგან განსხვავდება მათში გადახდილი ფასის, შექმნის მეთოდისა და გამოყენების მიხედვით.

Sponsored Stories

ამ ტიპის მასალები დამოკიდებულია მომხმარებელთა აქტიურობაზე.  სარეკლამო აგენტები უბრალოდ იხდიან გარკევულ თანხას იმაში, რომ მათ გვერდზე ატვირთული პოსტი, ან თავად გვერდი გამოჩნდეს მომხმარებლების ე.წ. “ნიუს ფიდში”. პოსტები გამიზნულია მეტი მომხარებლის მოზიდვისთვის ერთ რომელიმე ასპეტში. მაგალითად, თუ ჩვენი რომელიმე მეგობარი მოიწონებს გვერდს, სიახლის ქვემოთ ჩნდება გრაფა - „მოიწონე გვერდი“, ხოლო თუ ის რომელიმე აპლიკაციის გამოყენებას იწყებს, მაშინ ამ „აპის“ გამოყენებას გვთავაზობს ჩვენ ფეისბუქი. Sponsored Stories-ის  მთავარი ნაკლი ის არის, რომ სარეკლამო აგენტებს არ შეუძლიათ კონტროლი იმ პოსტების ვიზუალურ მხარეზე, რის რეკლამირებაშიც იხდიან ფულს. Sponsored Stories-ის შექმნა ხშირად დამატებითი აპლიკაციებით ხდება, თუმცა მისი გაკეთება შესაძლებელია Facebook-ის მიერ გამოყოფილი სპეციალური გრაფის მეშვეობითაც. ამიტომაც, ეს რეკლამა მარტივი, მაგრამ არც თუ ისე ძლიერია.

Page Post Ads

წინა კატეგორიისგან განსხვავებით ამ ტიპის რეკლამა არ არის დამოკიდებული მხოლოდ მომხმარებელთა აქტივობაზე. ის შეიძლება გამოჩნდეს, როგორც გვერდის მომხარებლების მეგობრების „ნიუს ფიდში“, ასევე მათთან, ვისაც საერთოდ არ აქვს შეხება გვერდთან. Page Post Ads-ი  ხშირად გამოიყენება სარეკლამო კამპანიისთვის. Facebook-ზე დღეს ამ ტიპის რეკლამას პირდაპირ ვეღარ შექმნით, თუმცა დამოუკიდებელი აპლიკაციების მეშვეობით მისი გაკეთება არც ისე რთულია, Facebook’s  ad  tool, Power Editor და API  Page Post Ads-ის შექმნაში დაგეხმარებათ, თან შემოქმედებით თავისუფლებასაც მოგცემთ. რეკლამა კი საკამოდ კარგ შესაძლებლობას გვთავაზობს დავგეგმოთ და გავავრცელოთ ახალი კამპანიები, რიგითი პოსტები, ბმულები და ა.შ.

Promoted Posts

რეკლამის ეს სახეობა თითქმის იგივეა, რაც Page Post Ads-ის, მაგრამ რამდენიმე დეტალით განსხვავდება. პირველ რიგში, ამ სახით რეკლამირება ყველაზე მარტივია, Promoted Posts-ი Facebook გვერდებზე პოსტების ქვედა ნაწილშია განთვსებული და არ მოითხოვს რაიმე სპეციფიკურ ცოდნას. ასევე განსხვავებულია სარეკლამო ფასის სტრუქტურა, თუ სხვა ტიპის რეკლამებში განსაზღვრულია ფასები, ამ ტიპის რეკლამებში,  გადასახდი, როგორც წესი, თითოეულ „დაკლიკებაზე“ განისაზღვრება. დაბოლოს,  Promoted Posts-იც  Sponsored Stories-ის მსგავსად მხოლოდ გვერდის მოხმარებლებსა და მათ მეგობრებს შორის შეიძლება გავრცელდეს.

Marketplace Ads

ამ ტიპის რეკლამას, როგორც წესი, შეხვდებით Facebook-ის მარჯვენა მხარეს, სპეციალურ პანელში. Marketplace Ads-ი შეიძლება იყოს, როგორც თავად Facebook გვერდის ისე დამოუკიდებელი საიტისა და აპლიკაციის რეკლამა. Marketplace Ads  შედგება სათაურის, ფოტოს, მცირე მინაწერისა და აპლიკაციის მომხარებელთა თუ გვერდის მომწონებელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციისგან. Marketplace Ads-ი  ძალიან მოსახერხებელია აპლიკაციების რეკლამირებისთვის, თუმცა უფრო სპეციფიკურია, ვიდრე Promoted Posts-ი, რომელიც ყველაზე ფართოდ გამოიყენება Facebook-ზე რეკლმირებისთვის.

წყარო - http://www.insidefacebook.com/2013/01/11/understanding-the-difference-between-facebook-sponsored-stories-page-post-ads-promoted-posts-and-marketplace-ads/

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test