შემოგვიერთდი

ირაკლი ტაბლიაშვილი

რას ერჩით მიშველაძეს?

01.07.2014 20:23

არ მახსოვს, ვის ეკუთვნოდა ინიციატივა პირველი 100 დღის განმავლობაში მთავრობის კრიტიკაზე მორატორიუმის გამოცხადებისა, მაგრამ, ის კი კარგად მახსოვს, რომმიმომხილველებმა და კრიტიკოსებმა, კალენდარში ერთდროულად ჩაჭყეტილებივით,   გუდას პირი - 2013 წლის იანვრის ბოლოდან მოხსნეს და დაიწყეს ჯერშეფარვითი და ხმადაბალი, ხოლო შემდეგ დაუფარავი და ხმამაღალი კრიტიკა მაშინ ჯერაც „ნედლი“ ხელისუფლებისა  - ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.

ჩემი დაკვირვებით, რაც უფრო ძლიერდებოდა ეს კრიტიკა, მით უფრო მძიმედ აღიქვამდა ამ კრიტიკას მთავარი სუბიექტი - ახლა აღარაა აქტუალური თორე, ივანიშვილმა „ერთ დროს“ გვარიანადაც „ლანძღა-თათხა“ ჟურნალისტები, იქითაც აკრიტიკა და არაერთხელ შეუტია.

მაგრამ დღეს ივანიშვილი უკვე წარსულია - ფორმალურად მაინც და, სიმართლე ითქვას, ამ წარსულის გახსენება, შესაძლოა, არც ღირდეს  -  „ჩვენ ჩვენი უნდა ვშვაათ მყოობადი“. ამდენად, სულ უფრო ნაკლები უნდა ვისაუბროთ მასზე თუ მის წინამორბედზე, აგრეთვე, შევარდნაძეზე თუ სხვებზე. ჩემი აზრით, ახლა მეტი ყურადღების გამახვილებაა საჭირო ახლანდელებზე - ვინც  ახლა, ჩვენ თვალწინ ჩორკნის თუ თავის და თუ ქვეყნის ახალ იერს...

ჰოდა, ამდენად, მეც ახლანდელებზე და მათ მედია-პოლიტიკაზე ვიტყვი, რომელიც ივანიშვილის თუ სააკაშვილის დროინდელისაგან ერთგვარად კი განსხვავდება (მაგალითად, აღარ მიმდინარეობს ეს ჩხუბებამდე მისული პრესკონფერენციები ან საიდანღაც არ წარმოიქმნებიან „ალისტრახოები“), მაგრამ, იდეალური სულაც არაა.

მაგალითად, დღეს აქტუალურია თემა - „საარჩევნო დებატები“  - როგორც ცნობილია, დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, ისევე, როგორც, პრაქტიკულად მთელმამეორე ტურში გადასულმა სახელისუფლო გუნდმა, ტელედებატებში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს დებატები ე.წ. „ნეიტრალურ ტერიტორიაზე“ შედგება.

ჯერ-ჯერობით, კარგად არცაა განმარტებული, რას უწოდებენ დავით ნარმანიას საარჩევნო შტაბში „ნეიტრალურ ტერიტორიას“ (როგორც სოციალურ ქსელებშიმოსწრებულად შენიშნეს, შესაძლოა, იგულისხმებოდეს რიკოთის უღელტეხილი)... თუმცა, ჩანს, ამ იდეის ავტორები არ გულისხმობენ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“,რომელიც სწორედაც რომ „ნეიტრალურია“ მისი სამართლებრივი სტატუსის გამო.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“, როგორც ინსტიტუცია, ისევე ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც „ქართულ ოცნებას“, მეტიც, შესაძლოა ამ პოლიტიკურ სუბიექტთა წევრების ნაწილს ჯერაც სჭირდება იმის შეხსენება, რომ მაუწყებელი ისევეა მათი (უფრო ზუსტად, ისევე არაა მათი), როგორც ვთქვათ პარტიისა - „გზაუფლისა“, რომლის ოციოდე  წევრი თანხას არხის ფუნქციონირებისათვის ისევე იხდის, როგორც მრავალწევრიანი რომელიმე ძლიერი პარტია...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არსებობის პირობებში, ჩემთვის სრულიად გაუგებარია „ნეიტრალური ტერიტორიის“ ცნების შემოტანის იდეა - ირონიით რომ ვთქვათ,თუ რომელიმე სუბიექტს დებატების წამყვანის - ეკა მიშველაძის იერ-გარეგნობა არ მოსწონს, ამ შემთხვევაში, პოლიტიკურ პირთა კრიტიკა მათივე გემოვნების გამოც კი შეიძლება ...

რაც შეეხება ქ-ნი მიშველაძის მხრიდან დებატთა წაყვანის სტილს, ჩემი დაკვირვებით, წამყვანი ყველაზე გაწონასწორებულია სხვა კოლეგათა შორის (რასაც მისისწორედ საზ.მაუწყებელზე და არა სუბიექტურობის უფლება-მქონე არხზე მუშაობა განაპირობებს) და ის ნაკლებად ამჟღავნებს საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს ,რომლებიც, ბუნებრივია, მას, როგორც ამომრჩეველს, აქვს!

თემასთან კავშირშია და ვიტყვი - თუ ვინმეს სურს ქართულ არხებზე განფანტული წამყვანების, მათ შორის,  მიშველაძის „გარობოტება“, ეს ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ზემოხსენებული რიკოთის უღელტეხილის ქვეყნის ნეიტრალურ სადებატე ტერიტორიად გამოცხადება.

ამ პირობებში გაჯიქურება თემაზე „ნეიტრალური ტერიტორია“ და  „ნეიტრალური წამყვანები“, უბრალოდ, უაზრობაა  და მაფიქრებინებს, „ოცნებას“ დებატებისაგან თავის არიდება სურს და ეს „მიზეზ-მიზეზობა“ მხოლოდ ტაქტიკური სვლაა... ხოლო დებატებისაგან თავის არიდების მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ, რაც კი აქამდე საჯარო თუ სატელევიზიო შეპირისპირებები მინახავს, „ოცნების“ წარმომადგენლები, არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ... ხოლო ამის მიზეზი,  თავის მხრივ,არის არა მხოლოდ „გამობრძმედილ ნაციონალთა უტიფრობა,“,  არამედ ისიც, რომ, ჩემი სუბიექტური აზრით,     ყოფილ ხელისუფლებას არ ენანებოდა და არც ახლა ენანება ფინანსები იმისათვის, რომ დებატებში(ც) მოამზადოს საკუთარი მომხრეები, პირები, ვისიც საარჩევნოდ ეიმედება რეგიონებსა და რაიონებში.

რასაკვირველია, ჩვენ სატელევიზიო სივრცეში წარმართული დებატები არაა იდეალური და წამყვანებიც ხშირად „სცოდავენ“; რა თქმა უნდა, ამ „ცოდვებს“ მათ უხსენებენ კარგი თუ ცუდი მედია-კრიტიკოსები, მაგრამ, პოლიტიკურ სუბიექტთა მხრიდან წამყვანთა დაწუნების და „ნეიტრალური ტერიტორიის“ შექმნის მცდელობა, მარცხისათვის არის განწირული - პოლიტიკოსებმა უნდა გაიგონ - ისინი ვალdებულნი არიან გააკრიტიკონ ერთმანეთი, ხოლო მედიის კრიტიკის უფლებამოსილება მათ ან საერთოდ არ აქვთ, ან თუ აქვთ, მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ამავე მედიის წარმომადგენლებს პირდაპირ ეთერში უმტკიცებენ საკუთარ სიმართლეს...

 

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test