შემოგვიერთდი

ნატა ძველიშვილი

ვაკეთოთ ერთად, ვაკეთოთ თანხმობით

24.06.2010 11:29

"მიკროფონები  მოჭერით? - უფ, გაგახარებთ ღმერთი";  "დამაგვიანდა, ვერ გადავიღე და ძმურად, გადამაწერინე, რა!";  "კარგად ვერ გავიგე და რა ვკითხო? - ჩვენ ვკითხავთ და გადაიღე",  "კიდევ ვინ ჩავწერო? - ვისაც ყველა ჩავწერთ".  არ გეცნობათ ეს ფრაზები? ე.ი. ქართველი ჟურნალისტების მუშაობა არ გინახავთ.

ჩვენთან ლამის ყველა ტელევიზია შეთანხმებულად მუშაობს და ძმურად ეხმარებიან ერთმანეთს. ვიღაც იკითხავს, რა არის ამაში ცუდიო, არაფერი, ღმერთმანი, ესეც ჟურნალისტიკაა, ოღონდ...ჩვენებური, არასტანდარტული.

პრესკონფერენციაზე თუ რომელიმეს დააგვიანდება, არაუშავს, იქვე გადაუწერენ კადრებს, თუ ოპერატომა ჟურნალისტი დაკარგა და სხვები რესპონდენტს ერთადიღებენ, ამ დროს მხოლოდ ამ ოპერატორს აქვს ერთადერთი ექსკლუზიური კადრი - როგორ იღებენ ინტერვიუს რეპორტიორები, დანარჩენს გადააწერინებენ და არ ნერვიულობს.

რესპონდენტს, როგორც წესი,  მხოლოდ ერთ კითხვას უსვამენ, იმასაც შეთანხმებულად, სიღრმეებში წასვლა  საჭირო არ არის.  ზოგს მიკროფონის დაჭერაც ეზარება, ამიტომ ხშირად ნახავთ ჟურნალისტს სამი-ოთხი მედია საშუალების მიკროფონი რომ უჭირავს, მაინც ერთი და იგივე უნდა გაუშვან ეთერში.

მედია საშუალებებში, ტელევიზიების მიკროფონებს ვგულისხმობ, ნამდვილი მიკროფონით, ძირითადად, ორი რადიო მუშაობს, დანარჩენები, ძალიან ხშირად,ბუტაფორიას  იყენებენ,  სატელევიზო კადრში გამოჩენისთვის.   ბუტაფორია  არის მიკროფონს მიმსგავსებული ნივთი, რომელსაც, რაც მთავარია, რადიოს ლოგო აქვს მიკრული. ამიტომაცაა, რომ პრესკონფერენციის წინ ტრიბუნაზე ერთი ჩოჩქოლიახოლმე მიკროფონის თუ მისი სიმულაციის დადგმისთვის. ზოგს ხანდახან არ უმართლებს,  მისი მედია საშუალების  ლოგო ტელეეკრანზე გასული კადრში არ ხვდება.

როგორც წესი, პრესკონფერენციასა თუ პრეზენტაციაზე ბოლომდე არასდროს რჩებიან, უკეთეს შემთხვევაში, რესპონდენტს დაწყებამდე წერენ, უცებ იხუვლებენ, სტაცებენ მიკროფონებს ხელს და გაეკიდებიან. არ აინტერესებთ, რომ შტატივების აკეცვა- გაშლა, კარის გაღება- დაკეტვა ხელს უშლის მას, ვინც პრეზენტაციას აგრძელებს. ერთად უნდათ, რომ ჩაწერონ და რა ქნან? ან რა საჭიროა ბოლომდე დარჩენა, მთავარია გავიგეთ, რომ რაღაც მონიტორინგის შედეგები გამოქვეყნდა, ორი ადამიანის კომენტარი ჩაიწერა და მორჩა. რა მნიშვნელობა აქვს შიგნით რა წერია.

"შენ კადრ+სინქრონს აკეთებ? - ჩვენც,  საღამოს შსს-ში  შენ მიდიხარ?  ხო, ჩვენც -   სიუჟტს ვაკეთბთ", - ჩვეულებრივი საუბარია, ხომ უნდა იცოდნენ, საღამოს რას აკეთებენ, რომ ერთად წავიდნენ და ერთად იმუშაონ.  რა საჭიროა  ექსკლუზივი, გასაყოფი რა აქვთ?

ისე, მაყურებელს თუ მსმენელს საქმე გამარტივებული აქვს, ინფორმაციის მისაღებად არხიდან არხზე გადართვა  საჭირო არ არის,   მაინც ერთი და იგივეა ყველგან.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test