შემოგვიერთდი

ნატა ძველიშვილი

ჩვეულებრივი პრესკონფერენცია

10.10.2010 22:07

ჩვეულებრივი პრესკონფერენციაა - ამერიკული მედიის მოხელეები  ქართველ ჟურნალისტებს ხვდებიან. შეხვედრა, როგორც ხდება ხოლმე,  დანიშნულზე გვიან იწყება. ყველაზე მეტად აქტიურობენ ნაციონალური ტელევიზიების წარმომადგენლები - ჟურნალისტებიც და ოპერატროერებიც, დანარჩენები თავისთვის სხედან და პრესკონფერენციის დაწყებას ელოდებიან. სტუმრების მაგიდასთან , ჩვეულებრივ, მიკროფონის ადგილისთვის  ჩხუბობენ. ბუტაფორია მიკროფონები, ამჯერად, მეორე რიგში ოდნავ დაბლა დგომას დათანხმდნენ - მთავარია კადრში მოხვდნენ.

სტუმრებმა ისაუბრეს, კითხვების დასმის დროც მოვიდა. ნაციონალური არხების წარმომადგენელები ცდილობენ, ხელისუფლებისთვის მაამებელი დააცდევინონ, სიტყვის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ ერთსა და იმავე კითხვას სხვადსხვა ფორმულირებით სვამენ, თუმცა,  არც ისე პროფესიონალურად. სტუმარები დიპლომატიურად პასუხობენ და მკვეთრი განცხადებებისგან თავს იკავებენ, საქართველოს ირანსა და უზბეკეთს  ადარებენ. თურმე, მაგათ ფონზე კარგად გვქონია საქმე,  პროგრესი სახეზეა.

ოპოზიციურ არხებს უარყოფითი შეფასება სჭირდებათ. ისინიც სვამენ კითხვებს, მაგრამ გაუბედავად და   მიკიბულ - მოკიბულად ეკითხებიან, თარჯიმანს კითხვის არსში გარკვევა და  ინგლისურ ენაზე ფორმულირება უჭირს,  მაგრამ მაინც ახერხებს. სტუმრები ამჯერადაც  დიპლომატიურები არიან.

შუა პრესკონფერენციის დროს შუქი ქრება, ისმის  ჩოჩქოლი, პრესკონფერენცია  კამერების განათების ფონზე გრძელდება.

პრესკონფერენციის შემდეგ, ჩაბნელებულ ოთხაში,  ტელევიზიის მიკროფონი, შტატივი და ვიღაცის ქოლგა რჩება.

დარჩათ! ქოლგა ჯანდაბას, დანარჩენი?-იკითხა ვიღაცამ

საღამოს ერთი არხით ვიგებთ, რომ საამაყოდ გვაქვს საქმე, მეორეგან კი გვეუბნებიან, რომ საქართველო ირანს შეადარეს. თარგმანით არავის მოუკლავს თავი, ამერიკელების ინგლისურს  ზოგმა   მხოლოდ "ლიდი" დაადო, სხვები მოკლე და არაფრისმთქმელი შინაარსით შემოიფარგლნენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test