შემოგვიერთდი

ვის აქვს დიდი თვალები?

14.10.2011 14:08

ინტერნეტ-სივრცეში ერთი ანეკდოტი გავრცელდა:

მიხო ეკითხება შაქროს:

-მართალია, რომ გუშინ საკუთარმა ძაღლმა გიკბინა?
-კი, მართალია.
- როგორ მოახერხე?
-ფხიზელი მივედი სახლში და ვერ მიცნო.

 დაახლოებით ასეთი შეკითხვა გაუჩნდა ჩემი მეზობლის 15 წლის შვილს, როცა გუშინ, ჩემს ტელევიზორში ერთიმეორის მიყოლებით გამოჩნდნენ ოპოზიციის ლიდერები.

საქმე იმაშია, რომ ჩემი მეზობელი, 4 წელია, რაც სოფელში გადავიდა საცხოვრებლად. რეგიონებში კი, მოგეხსენებათ, არცერთ არასახელისუფლებო არხს არ აჩვენებს.

იმდენი ხანია, სახელისუფლებო არხებზე არცერთი ოპოზიციონერი არ უჩვენებიათ, რომ მოზარდმა ვერცერთი მათგანი იცნო.

გასულ კვირას ქართველმა ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, იგი პოლიტიკური პარტიის შექმნას, არჩევნებში გამარჯვებასა და ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს.

ამის თქმა იყო და ისეთი აჟიოტაჟი ატყდა ქართულ ტელესივრცეში, ისტორიას რომ არ ახსოვს. ერთი-მეორის მიყოლებით იცვლებოდა სახეები, დამოკიდებულებები, თანამოაზრეები, პოლიტიკური შეხედულებები...

უცებ აღმოჩნდა, რომ თურმე სოსო ცინცაძის გარდა, რამაზ საყვარელიძეც გვყოლია ექსპერტი, რომელსაც, თურმე ნუ იტყვით და, კომენტარის გაკეთებაც შესძლებია და ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხის გაცემაც.

უცებ გაირკვა, რომ თურმე ეროსი კიწმარიშვილის განცხადება სარწმუნოა, როცა ოქრუაშვილისა და ივანიშვილის თურმე მოლაპარაკებებზე „სკანდალურ“ განცხადებებს აკეთებს.

უცებ გავიგეთ, რომ არსებობს ტელეკომპანია „მაესტრო“, რომლის ეთერშიც გადაცემები გადის. ეს გადაცემები თურმე შალვა რამიშვილს მიჰყავს, რომელიც, თურმე, უკვე რამდენიმე წელია, რაც ციხიდან გამოვიდა და აქტიურადაც მოღვაწეობს...

ათასი „თურმე“ გაირკვა ამ რამდენიმე დღეში.

საერთოდ, როგორც ცნობილია, ტელეკომპანიების, მით უმეტეს, სახელისუფლებო არხების სარედაქციო პოლიტიკა ერთ დღეში არ იცვლება ხოლმე, თუ, რა თქმა უნდა, „ზემოთ“ რამე ფორსმაჟორული სიტუაცია არ არის.

ბოლო წლებში, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისა და მავანთა ამბიციების გამო, მრავალი ასეთი ფორსმაჟორი და მასზე რეაგირება ვნახეთ. მაგრამ ყველა მათგანი წინასწარ გააზრებული, დაგეგმილი და, შესაბამისად ეფექტური გახლდათ.

ეს სხვანაირია.

ამ, შეიძლება უკვე თამამად ითქვას, ტელესიგიჟეს აშკარად ეტყობა, რომ ივანიშვილის განცხადება ნამდვილად მოულოდნელი და, როგორც ხშირად იმეორებენ ხოლმე, შოკისმომგვრელი იყო „ზემოთ“.

ამიტომაც გამოჩნდნენ სახელისუფლებო არხებზე ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დაბლოკილი და აკრძალული სახეები.

პრინციპი ერთია - „ზემოთ“ შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ.

მთავარია, ივანიშვილის დისკრედიტაცია შეძლონ, ამ ოდიოზურ ფიგურებს მერე თავად

მოუვლიან, .არაა პრობლემა.

ამ ბინძურ საქმეში კი მთავარი როლი ვის ეკისრება? რა თქმა უნდა, ტელემედიასა და

ელექტრონული მედიის ნაწილს.

დანარჩენსაც აითვისებდნენ, მაგრამ მათი გამოყენება ქართველმა მილიარდერმა უკვე დაიწყო

და თანაც საკმაოდ წარმატებით - თითქმის ყველა ქართულ გაზეთში ივანიშვილის 17 გვერდიანი

წერილი დაიბეჭდა, თანაც ფასიანი განცხადების სახით.

ტელეებს ისღა დარჩენოდათ, რომ თავიანთ საინფორმაციო გამოშვებებში ბიზნესმენის წერილში

შემავალი სიტყვების რაოდენობაზე ელაპარაკათ.

შიშის სუნი მცემს...

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test