შემოგვიერთდი

ულისე ოხანაშვილი

ყველაზე პორტატული iPad-ი

05.11.2012 14:33
iPad Mini (photo: )

iPad-ის ყველა მომხმარებელს ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწყობილობის ჩანთიდან ამოღება მონდომებია, თუმცა ტაბლეტის ზომის გამო გადაუფიქრებია, ან პარკში კითხვისას ხელი დაღლია სიმძიმის გამო.

iPad-ი შექმნილია იმისთვის, რომ იყოს მძლავრი და ამავდროულად პორტატული მოწყობილობა, თუმცა ზომისა და წონის გამო ის საკმარისად მოსახერხებელი არ იყო მათთვის, ვინც უპირატესობას სწორად პორატულობას ანიჭებდა.

კომპანია Apple-მა გაითვალისწინა მომხმარებლის მოთხოვნები და შეიმუშავა ახალი პლანშეტური კომპიუტერი iPad Mini, რომელიც ზომით უფრო პატარაა, თუმცა, სხვა 7-ინჩიანი ტაბლეტებთან შედარებით, ბევრად კომფორტული და მძლავრია.

iPad Mini-ის ეკრანი სინამდვილეში არა 7, არამედ 7.9 ინჩია, რაც ნიშნავს, რომ დანარჩენი iPad-ები „მინი ტაბლეტის“ ეკრანებზე ერთი ინჩითაა დიდი, ხოლო სტანდარტული iPad-ის ეკრანზე  მხოლოდ ორი ინჩითაა პატარა. ეს დისპლეი ზუსტადაა გათვლილი იმისთვის, რომ იყოს მცირე ზომის და ამავდროულად მოგვცეს იგივე გამოსახულება, რომელსაც ჩვეულებრივი iPad-ი გვაძლევს - სწორედ ამიტომ ეკრანის რეზოლუცია iPad 2-სა და iPad Mini-ს ერთნაირი აქვთ ( 1024x768).

იმისათვის, რომ ახალი პროდუქტი უფრო პატარა ყოფილიყო, მაგრამ ამავდროულად დიდი ეკრანი ჰქონოდა Mini-სთვის ახალი დიზანი შეიმუშავეს. დისპლეი გაზრდილია გვერდითა ჩარჩოების შევიწროვების ხარჯზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს მოწყობილობა თითქმის მთლიანად ეკრანია. კორპუსი აგებულია ალუმინისა და შუშის შერწყმით, რომელიც ახალ პროდუქტში უფრო შეთხელებულია.

iPad Mini ისეთივე მძლავრია, როგორც iPad 2-ი, ორივეში intel-core A5 ჩიპია ჩადგმული. რა თქმა უნდა, დღეს უკვე არსებობს უფრო ახალი მოდელები, მაგრამ A5 ჩიპი ნამდვილად საკმარისად სწრაფია.

Mini-ს კამერა გაუმჯობესებულია, უკან 5 megapixel iSight Camera-ა დაყენებული, რომელიც 1080p HD ვიდეო გადაღების საშუალებას იძლევა და უკვე წინა კამერასაც HD ხარისხი აქვს.

Apple-მა სტანდარტული შესაერთებელი lightning connector-ით შეცვლა, ასეთივე მომცრო კონექტორი აქვს iPhone 5-საც.

iPad Mini-ს დაემატა LTE ინტერნეტი, რაც ძაან დიდი კომფორტია ამერიკელებისა და ევროპელებისთვის, მაგრამ არაფერს ნიშნავს ქართველებისთვის. რადგანაც ამ სერვისს კიდევ დიდხანს ვერ გამოიყენებენ საქართველოში. (LTE - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი უკაბელო ინტერნეტი).

ძალიან კარგია, რომ Mini-ს დამატებული აქვს ვირტუალური დამხმარე Siri, ასევე ჩვეულებრივად მოიხმართ „აიპედის“ ყველა აპლიკაციას და შესანიშნავად მუშაობს IOS 6-ზე.

ერთადერთი, რაც iPad Mini-ს ხელს უშლის სრულყოფილი იყოს ისაა, რომ მას რეტინა დისპლეი (ყველაზე მაღალხარისხიანი ეკრანი) არ აქვს. შესაბამისად iPad Mini-ს ისეთი კარგი გამოსახულება არ აქვს, როგორც iPad 4-ს. Apple-მა, სავარაუდოდ, ეს კომერციული მიზნებისთვის განგებ გააკეთა და შემდეგ მოდელზე ბევრად მაღალი ხარისხის ეკრანს უნდა ველოდეთ.

გამოსულია iPad Mini-ს - 16 GB, 32 GB და 64 GB-იანი WIFI ვერსიები, რაც 329, 429 და 529 ამერიკული დოლარი ღირს. უახლოეს ორ კვირაში კი ბაზარს დაემატება იგივე მოცულობის WIFI + CELLURAL ანუ ნანოსიმკარტიანი ვერსიები და შესაბამისად 459, 559 და 659 ამერიკული დოლარი ეღირება.

ქართულ ბაზარზე iPad Mini-ს შემოსვლას აქტიურად ნოემბრის შუა რიცხვებისთვის ველოდებით. სავარაუდოდ, პირველ შემოტანაზე აქ არაადეკვატური ფასს დაადებენ და მოგვიანებით დაარეგულირებენ, ამიტომ დარჩით ინფორმირებულები და არ მოტყუვდეთ!

 

P.S. მაღაზია iPhone Plus-ი ხვალიდან, 7 ნოემბრიდან შემოიტანს iPad Mini-ს, რომლის 16 GB-იანი მოდელის ფასი 895 ლარი იქნება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test