შემოგვიერთდი

ულისე ოხანაშვილი

ყველაზე პრაქტიკული eReader

28.12.2012 08:16
kindle 4 (photo: )

წიგნების კითხვა არასოდეს ყოფილა ისეთი მარტივი, როგორიც დღესაა. eReader-ების საშუალებით შეგიძლიათ შეიძინოთ ასობით წიგნი და ყველა ერთდროულად ატაროთ ჯიბით. eReader  აღჭურვილია ელექტრონული მელნის ეკრანით, რომელსაც არ აქვს გამოსხივება და ჩვეულებრივი, ნაბეჭდი ფურცლის ეფექტს იძლევა.

დღეს უკვე რამდენიმე ბრენდის eReader-ი არსებობს, რომლებიც უკეთეს მომსახურებას და ხარისხს გვთავაზობს, ჩვენი მთავარი თავსატეხი კი არჩევანის გაკეთებაა.

ერთ-ერთი ყველაზე იაფი და ხარისხიანი წამკითხავი არის kindle 4, რომელიც მხოლოდ 69 დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ (თუ დამატებით 20 დოლარს გადაიხდით თავიდან აირიდებთ სარეკლამო ბანერებს, რომლებიც რიდერის გათიშვისას ჩნდება).

ამ მოდელს ორ ფერად უშვებენ (ნაცრისფერი და შავი), მისი მეხსიერება 2 GB -ს მოიცავს და ასობით წიგნს იტევს. kindle - დაახლოებით სტანდარტული ფანქრის სისქეა და პირადი გამოცდილებიდან ვამბობ, რომ იმდენად მსუბუქი და პატარაა - თითქმის ყოველდღე დამაქვს ჯინსების უკანა ჯიბით. აქვს ექვსინჩიანი ეკრანი, რომელიც ზოგს პატარად ეჩვენება, მაგრამ ნამდვილად საკმარისად დიდია კომფორტულად საკითხავად.

ბოლომდე დატენვის შემდეგ „ბატარეა“ თვეზე მეტს ძლებს, წიგნის დამთავრების შემთხვევაში კი WiFi-ს საშუალებით სამოც წამში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ახალი ბესტსელერი 99 ცენტიდან 9.99 დოლარამდე ღირებულების, ან უფასოდ ნებისმიერი კლასიკოსი. 

kindle-ში მარტივად და უფასოდ შეგიძლიათ ჩატვირთოთ ქართული წიგნებიც, pdf ფაილებს დააკონვერტებთ MOBILE ფორმატში და USB კაბელის გამოყენებით მარტივად გადაიტანთ მოწყობილობაში.

kindle-ის ქართველ მომხმარებელს ხშირად ეშნია, რომ წიგნებს ქართულად ვერ წაიკითხავს, მაგრამ  პირადად ვკითხულობ ქართულ წიგნებს kindle-ში და იმის გათვალისწინებით, რომ აბსოლუტურად უფასოდაა შესაძლებელი მათი ჩატვირთვა, ჩვენ ბაზარზე ის ნამდვილად საუკეთესო გამოდის. 

ასევე 119 დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ kindle paper white,  სენსორული ეკრანით, განათებით და გაუმჯობესებული “ბატარეით”. უკეთესი აქვს ეკრანის ხარისხიც, ტექსტი ბევრდ მკაფიოდ ჩანს (განსაკუთრებით მაშინ, როცა განათებაა ჩართული) და ძალიან კომფორტულია ღამით საკითხავად. გამოსხივება არც ამ eReader-ს არ აქვს, რადგანაც სინათლის ნაკადი მიმართულია ტექსტისკენ და არა მკითხველის თვალებისკენ. პირადად მე ღამითა კითხვისთვის ცალკე აქსესუარი შევიძინე: Kandle for Kindle, რომელიც დამატებით 20 დოლარი დაჯდა და საკმაოდ ნორმალურია.

kindle-ის შეძენას არ გირჩევთ საქართველოში ორი მიზეზის გამო, ერთი რომ ზოგჯერ რუსულ kindle-ს ყიდიან, რომელსაც ხშირად ხარვეზები აქვს და მეორე - ჩვენთან ბევრად ძვირად ყიდიან. რა თქმა უნდა, eReader-ი უმჯობესია გამოიწეროთ  ელექტრონული მაღაზიიდან www.amazon.com რომელიც ასევე kindle-ის შემქმნელი და მწარმოებელია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test