შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. წარმატებული პროგრამა პროფესიული უნარ-ჩვევების დასაუფლებლად ბეჭდვით, სამაუწყებლო, ინტერნეტ-ჟურნალისტიკასა და მენეჯმენტში<br>

წარმატებული პროგრამა პროფესიული უნარ-ჩვევების დასაუფლებლად ბეჭდვით, სამაუწყებლო, ინტერნეტ-ჟურნალისტიკასა და მენეჯმენტში

ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა გთავაზობთ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას ქართულ ენაზე.

24 სტუდენტი კავკასიის რეგიონიდან დაეუფლება ჟურნალისტისა და მედია მენეჯერის პროფესიას.

სწავლა 2006 წლის ოქტომბრიდან დაიწყება და ოთხი სემესტრი გაგრძელდება სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ბეჭდვით, სამაუწყებლო და ინტერნეტ ჟურნალისტიკაში. სტუდენტები გამოსცემენ გაზეთ "ბროსე სთრით ჯორნალს" (Brosse Street Journal www.bsj.ge) ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმატით, დამოუკიდებლად მოამზადებენ ფოტო, ტელე და რადიო რეპორტაჟებს, მოკლე დოკუმენტურ ფილმებს. სტუდენტთა განკარგულებაშია კომპიუტერული და სამონტაჟო ლაბორატორიები, ინტერნეტკავშირი, მდიდარი ჟურნალისტური ბიბლიოთეკა, ფოტო, რადიო და ტელეაპარატურა.

სასწავლო პროგრამა: • ჟურნალისტიკის პრინციპები • ჟურნალისტური ოსტატობა • პროფესიული სტანდარტები და ჟურნალისტური ეთიკა • ჟურნალისტური ოსტატობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები • ფოტოჟურნალისტიკა • საგაზეთო და ვებ-დიზაინი • ჟურნალისტური სპეციალიზაცია: ბიზნესი და ეკონომიკა, პოლიტიკა და არჩევნები, სამართალი, ენერგეტიკა და ინფრასტურქტურა, გარემოს დაცვა • ტელეჟურნალისტიკა – თეორია და პრაქტიკა • რადიოჟურნალისტიკის საფუძვლები • მედია მენეჯმენტი • სარეკლამო საქმე და მისი როლი მედიაში • ეკონომიკის საფუძვლები • ინგლისური ენა (ინტენსიური კურსი) • ინფორმატიკის საფუძვლები • წერის ტექნიკა აბიტურიენტებს მოეთხოვებათ: • ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი ნებისმიერი სპეციალობით, (უპირატესობა ენიჭებათ ჟურნალისტურ განათლების ან გამოცდილების მქონე აბიტურიენტებს)

აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ ესე და გაიარონ გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

საბუთების მიღება წარმოებს ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. მიმართეთ 369849 (მობ), anna@gipa.ge (ელ. ფოსტა). საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 30 maisi. ანკეტის ელექტრონული ვერსია განთავსებულია ინსტიტუტის ვებ-გვერდზე. მისამართი: მარი ბროსეს ქ.2, თბილისი, საქართველო ტელ/ფაქსი: (99532) 93-14-66; ელ-ფოსტა: jschool@gipa.ge ვებ-გვერდი: www.gipa.ge

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test