შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. კონკურსი გილერმო კანოს სახელობის მსოფლიო პრესის თავისუფლების პრიზზე

იუნესკო (UNESCO) სთავაზობს ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე ჟურნალისტიკის და სიტყვის თავისუფლების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაასახელონ ნომინანტები იუნესკოს გილერმო კანოს სახელობის მსოფლიო პრესის თავისუფლების პრიზზე.

იუნესკოს წესდებაში აღნიშნულია, რომ გილერმო კანოს სახელობის მსოფლიო პრესის თავისუფლების პრიზი განკუთვნილია "იმ პირთა თუ ორგანიზაციების დასაფასებლად, რომლებმაც პრესის თავისუფლების განმტკიცების საქმეში ხელშესახები წვლილი შეიტანეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, ეს ყველაფერი, რისკის ელემენტს შეიცავდა".

იუნესკოს გილერმო კანოს სახელობის მსოფლიო პრესის თავისუფლების ყოველწლიური პრიზი 1997 წელს დაარსდა. იგი იმ ადამიანებს თუ ორგანიზაციებს გადაეცემა, რომლებმაც პრესის თავისუფლების დაცვის და განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გარემოებას, როდესაც აღნიშნული საქმიანობა საფრთხესთნ არის დაკავშირებული.

ყოველწლირი პრიზი იუნესკოს აღმასრულებელმა საბჭომ დააფუძნა. იგი კოლუმბიელი ჟურნალისტის გილერმო კანო ისაზას სახელს ატარებს, რომელიც 1986 წლის 17 დეკემბერს ბოგოტაში საკუთარი გაზეთის "ელ ესპეკტადორის" ოფისის წინ იქნა მოკლული. დაჯილდოების ცერემონია, ყოველ წელიწადს, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს, 3 მაისს იმართება. გამარჯვებულს 25 000 დოლარი გადაეცემა.

ნომინანტების შესახებ ინფორმაცია ინგლისურად ან ფრანგულად სპეციალური ფორმის შევსებიით უნდა იქნას წარმოდგენილი.

დამატებითი ინფომრაციისთვის მიმართეთ: Sylvie Coudray s. coudray@unesco.org UNESCO 7, Place de Fontenoy 75352 PARIS 07 SP, France იუნესკოს ტელეფონის ნომრებია: +33 (0)1 45 68 10 00, ფაქსი: +33 (0)1 45 67 16 90, ტელექსი: 204461 პარიზი; 270602 პარიზი, განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2005 წლის 31 ოქტომბერი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test