შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. საერთაშორისო კონკურსი ფოტოჟურნალისტებისათვის

ფოტოკორესპონდენტებს, მსოფლიოს ყველა კუთხიდან, იწვევენ ფოტოჟურნალისტიკის პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ყოველწლიურ კონკურსში მონაწილეობა უფასოა, განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 12 იანვარი.

კონკურსი 10 ნომინაციაში ჩატარდება. ყოველ კატეგორიაში გამოვლენილი საუკეთესო ფოტონამუშევარი მიიღებს პრიზს "ორქოს თვალს", ხოლო ავტორებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები - 1500-1500 ევრო. ამის გარდა, ჟიური დაასახელებს წლის საუკეთესო ფოტოს, რომლის ავტორი დასაჩუქრდება 10 ათასი ევროთი.

კონკურსში გამარჯვებული ფოტოების ავტორებს ამსტერდამში, დაჯილდოების ცერემონიაზე მიიწვევენ - მგზავრობისა და ამსტერდამში ცხოვრების ხარჯებს კონკურსის ორგანიზატორები გაიღებენ. პრიზები და სამახსოვრო დიპლომები დაწესებულია მეორე და მესამე ადგილზე გასული ფოტონამუშევრებისთვისაც. ამასთანავე, საუკეთესო ფოტოებს წარმოადგენენ მოძრავ ფოტოგამოფენაზე, რომელიც მთელ მსოფლიოს მოივლის. დაწვრილებითი ცნობებისათვის მიმართეთ ვებ-გვერდს: http://www.worldpressphoto.nl/, ან დაუკავშირდით ელ.მისამართზე: office@worldpressphoto.nl

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test