შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. Global Integrity იწვევს გამოცდილ ჟურნალისტებს პროექტში მონაწილეობისათვის

ანტიკორუფციული კანონმდებლობის და გამოცდილების ანალიზისთვის, საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია Global Integrity იწვევს გამოცდილ ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოდან. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 15 იანვარი. აღნიშნული პროექტი Global Integrity-ს დაეხმარება მსოფლიოს 100 ქვეყანაში კორუფციის დონის შესახებ ანბანური საძიებელის შედგენაში.

პროექტის ავტორები იწვევენ ჟურნალისტებს, რომელთაც გააჩნიათ მთავრობის საქმიქნობისა და კორუფციის თემაზე მუშაობის გამოცდილება. შერჩეული ჟურნალისტებისათვის გათვალისწინებული ჰონორარი შეადგენს 1000 დოლარს. ერთი, 1250 სიტყვიანი ანალიტიკური მასალა უნდა შეიცავდეს 3-5 მკითხველის კომენტარს და წამყვანი სოციოლოგის სტატიას. Global Integrity-მ, აქამდე, 2004 წელს და 2005 წელს, ორჯერ შეადგინა ანალოგიური ანბანური საძიებელი, რომელიც 25 ქვეყანას შეეხებოდა.

2006 წლის ანბანურ საძიებელი გაკეთდება 100 ქვეყანაზე, მაგრამ, კონკრეტულად რომელზე, ჯერ არ არის გადაწყვეტილი. ეს, ნაწილობრივ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ქვეყნებიდან იქნება განაცხადები წარმოდგენილი.

პროექტით დაინტერესებულმა ჟურნალისტებმა უნდა დაადასტურონ თავიანთი დამოუკიდებლობა კორპორაციული ან სახელისუფლებო გავლენისაგან და უნდა მუშაობდნენ იმ ქვეყანაში, რომლის შასახებაც დაიწერება მასალა.

პრეტენდენტებმა თავიანთი რეზიუმე ან ავტობიოგრაფია, რომელსაც თან დაერთვება ყველა საკონტაქტო ინფორმაცია და სამი რეკომენდაცია, უნდა გააგზავნონ შემდეგ ელ.მისამართზე: info@globalintegrity.org

http://www.globalintegrity.org/inviteletter

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test